05 ოქტ - 03 ნოე
საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური,არაბული,რუსული,ფრანგული
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) აცხადებს ვაკანსიას — საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი / Job Opening: International Student Recruitment Manager

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

დასაქმების ტიპი / Employment Type: სრული განაკვეთი / Full-time
დეპარტამენტი / Department: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური /International Relations Departments

ძირითადი მოვალეობები
  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების მოზიდვის ეფექტური სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება.
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოებთან, რეკრუტერებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარება და მართვა.
  • პოტენციურ სტუდენტებთან კომუნიკაცია (ელ.ფოსტა, სოციალური ქსელები, ვებინარები, გამოფენები) და მათი მიღების პროცესში მხარდაჭერა.
  • აპლიკანტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება აკადემიური პროგრამების, სწავლის საფასურის, მიღების მოთხოვნების, ვიზის პროცედურებისა და საქართველოში ცხოვრების პირობების შესახებ.
  • საერთაშორისო განათლების ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, სამიზნე რეგიონების ანალიზი (აზია, ახლო აღმოსავლეთი, ევროპა, აფრიკა და ა.შ.) და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
  • უნივერსიტეტის წარდგენა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებსა და ონლაინ ღონისძიებებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მომიჯნავე სფეროში.
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტინგის, უნივერსიტეტის მიღების ან საგანმანათლებლო კონსულტაციების სფეროში.
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1). დამატებითი ენების ცოდნა (არაბული, რუსული, ფრანგული და ა.შ.) ჩაითვლება უპირატესობად.
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოებთან არსებული კონტაქტები ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი, კროსკულტურული კომუნიკაციის გამოცდილება, CRM სისტემებთან მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ
  • ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსურ სისტემას მოზიდული სტუდენტების რაოდენობის მიხედვით.
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
  • საერთაშორისო მივლინებებსა და საგანმანათლებლო გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@university.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: "საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი"

მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები