დღეს - 31 ოქტ
გარემოსდაცვითი მმართველი
თბილისი, საბურთალო, ქავთარაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 598 88 39 20

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება გარემოსდაცვითი შესაბამისობის მენეჯმენტი, გარემოსდაცვითი მონიტორინგი და ანგარიშგება სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება გარემოსდაცვითი შესაბამისობის მენეჯმენტი, გარემოსდაცვითი მონიტორინგი და ანგარიშგება
    სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას - გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზე თბილისში „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით.

ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო.

ძირითადი მოთხოვნები:
  • გარემოს დაცვითი მმართველის პროფესიული პროგრამის გავლის მოწმობა/სერთიფიკატი
  • გარემოსდაცვით სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამედიცინო სექტორში);
  • საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ცოდნა;
  • ნარჩენების მართვის პრაქტიკული ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:
  • ცენტრში გარემოს დაცვის პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
  • სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ელექტრონულ მოდულში ატვირთვა;
  • მარეგულირებელ ორგანოებთან კომუნიკაცია და ანგარიშგების წარმოება;
  • თანამშრომელთა ტრენინგების ორგანიზება გარემოს დაცვის საკითხებზე.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mhpa.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება / ან დაგვიკავშირდით მობილურის ნომერზე: +995 598 88 39 20.

მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
გარემოსდაცვითი შესაბამისობის მენეჯმენტი,
გარემოსდაცვითი მონიტორინგი და ანგარიშგება
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები