შემდეგი
დღეს - 30 ოქტ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა საცალო ვაჭრობასაცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
შპს ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს Schindler-ის შვეიცარიული ჯგუფის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და ეწევა Schindler-ის ბრენდის ლიფტების, ესკალატორებსა და ტრავოლატორების მონტაჟს, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას, რომელსაც უკვე 150 წელი შეუსრულდა. ბაზარზე ლიდერობის მიზნით, BME – Schindler Georgia იყენებს პროფესიული ეთიკის, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ვალდებულებები:
- ახალი კლიენტების ძიება და მოზიდვა.
- კლიენტებთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება, ასევე საწყისი კომერციული შეთავაზების მომზადება.
- მომხმარებელ-კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენის შესაძლებლობა პრეზენტაციის სახით, ტელეფონით, ასევე პირადი შეხვედრის დროს.
- კლიენტებთან ზარების და შეხვედრების რაოდენობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება
- ცივი ზარების განსახორციელებლად მონაცემთა ბაზის ძიება და შევსება.
- გაყიდვების დინამიკისა და პროცესების გააზრება.
- კომპანიის მიერ გაწეული სერვისების მიმართ მომხმარებლის საჭიროებების ზუსტი იდენტიფიცირება და მომხმარებელთან შეკვეთების კოორდინაცია მისი საჭიროებებისა და ასორტიმენტის ხელმისაწვდომობის შესაბამისად.
- ნაყოფიერი ურთიერთობების განვითარება უკვე არსებულ მომხმარებელთა ბაზასთან.
- გაყიდვების დეპარტამენტის ასევე კომპანიის სხვა განყოფილებების თანამშრომლებთან წარმატებული კომუნიკაციის წარმართვა.
- გაყიდვების მოცულობის დაგეგმვა მომავალი პერიოდებისთვის.
- სამშენებლო მოედნების მონახულება გაზომვების ჩასატარებლად და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად.
- საპრეზენტაციო მასალების მომზადება.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
- კომერციული შეთავაზების მომზადების გამოცდილება.
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, კრეატიულობა, შემოქმედებითი აზროვნება.
- პრიორიტეტების განსაზღვრისა და ამოცანების შესრულების ვადების შესრულების უნარი.
- მაღალი წარმადობა გაყიდვებში, კომპეტენტური მოლაპარაკებები და საქმიანი მიმოწერა.
- კომუნიკაციის და გუნდში მუშაობის უნარი.
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
- ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა, რუსული ენის ცოდნა მისასალმებელია.
- მისასალმებელია გამოცდილება სარეკლამო სააგენტოში ან მსხვილი კომპანიის მარკეტინგის განყოფილებაში.
- სასურველია ციფრულ რეკლამასთან მუშაობის გამოცდილება.
- უმაღლესი განათლება სავალდებულოა, სასურველია ეკონომიკის, მარკეტინგისა და რეკლამის, შესაძლოა დიზაინის და ჰუმანიტარული ან შემოქმედებითი პროფესიების მიმართულებით.
ვადები:
- სამუშაო ადგილი დასავლეთი, აჭარის ტერიტორია, ბათუმი
- სამუშაო განრიგი ორშაბათი-პარაკევი 9:00-დან 18:00 საათამდე.
- ხელფასი გასაუბრების შედეგის მიხედვით. (დაახლოებით 2500 ლარი + ბონუსები)
კანდიდატებს გთხოვთ ელ. ფოსტაზე: office@bme.ge წარმოადგინოთ CV "გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიის B2B" დასახელებით სათაურში არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები