დღეს - 29 ოქტ
მუსიკის მასწავლებელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება მუსიკა
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება მუსიკა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
  • ენები: ქართული
„მწვანე სკოლა-ტყის კამპუსში“ მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა, ადვილად შეგიძლიათ მათთან დამეგობრება და საინტერესო აქტივობების დაგეგმვა, შემოგვიერთდით მწვანე სკოლის გუნდში.
მწვანე სკოლა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და საინტერესო სამუშაო გარემოს შექმნაზე. მწვანე სკოლის ტყე-პარკი კი განსაკუთრებული სივრცეა არაფორმალურ გარემოში შემოქმედებითი გაკვეთილებისა და აქტივობების დასაგეგმად.

მუსიკის მასწავლებლის მოვალეობები:
  • სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში, სკოლის საბაზო საფეხურის შესაბამისი მუსიკის პროგრამის სწავლება;
  • მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგი, შეფასების დაგეგმვა და განხორციელება.
  • პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების სწავლის მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა;
  • კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან მოსწავლეების აკადემიურ განვითარებასა და სხვა სასკოლო საკითხებთან დაკავშირებით;
  • სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა.

კვალიფიკაცია და უნარები:
  • უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
  • მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება;
  • დროის ორგანიზება და დისციპლინა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მზაობა ახალი იდეებისა და ინიციატივებისთვის;
  • საოფისე კომპიუტერული (MS Office) პროგრამების ცოდნა.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, აპლიკანტს მინიჭებული უნდა ჰქონდეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ პირადი ინფორმაცია (CV) ელ. მისამართზე hr@greenschool.edu.ge.
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ „მუსიკის მასწავლებელი“.

მეცნიერება / განათლება
მუსიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები