დღეს - 29 ოქტ
მარკეტინგის სპეციალისტი
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი, სერვისების განვითარების სტრატეგია
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
IT Connect აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარკეტინგის სპეციალისტი

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:
  • მარკეტინგული სტრატეგიისა და თვიური კონტენტ-გეგმის შემუშავება და მართვა;
  • LinkedIn, Facebook და Instagram გვერდების მართვა და კონტენტის შექმნა;
  • დასრულებული პროექტების საფუძველზე Case Study-ების მომზადება ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობით;
  • ელფოსტის კამპანიებისა და ნიუსლეთერის დაგეგმვა და მართვა;
  • Meta-სა და LinkedIn-ზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ბიუჯეტის კონტროლი;
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა პრეზენტაციების, კომერციული შეთავაზებებისა და ბროშურების მომზადებაში;
  • ფრილანსერებთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობა და მათი კოორდინაცია;
  • ღონისძიებებსა და გამოფენებში კომპანიის მონაწილეობის ორგანიზება და საკუთარი ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ბრენდის სტანდარტების დაცვა ყველა მარკეტინგულ მასალაში;
  • მარკეტინგული აქტივობების შედეგების ყოველთვიური ანალიზი და KPI-ების მიხედვით ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • Canva-ს, Figma-ს ან Adobe-ის ერთ-ერთი ინსტრუმენტის ცოდნა;
  • მარტივი ვიდეომონტაჟის გამოცდილება (მაგ. CapCut);
  • AI ინსტრუმენტების (ChatGPT, Claude და სხვ.) აქტიური გამოყენება სამუშაო პროცესში;
  • კრეატიული აზროვნება, ორგანიზებულობა და რამდენიმე დავალების პარალელურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი,
სერვისების განვითარების სტრატეგია
ნახვები
უნიკალური ნახვები