28 სექ - 07 ოქტ
ტენდერი თვალის ულტრაბგერითი სადიაგნოსტიკო აპარატის (B სკანი) შესყიდვის თაობაზე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995577217799

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტენდერი/კონკურსი ტენდერი
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს თვალის ულტრაბგერითი სადიაგნოსტიკო აპარატის (B სკანი)
შესყიდვის თაობაზე


აპარატის ტექ. დახასიათება მოცემულია დანართში #1ში.
აფიდავიტი მოცემულია დანართში #2;
ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი
მოცემულია დანართში №3;

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
  • აპარატის დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), რომლებიც წარმოდგენილ უნდა
  • იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართული ფორმის შესაბამისად
  • მისაწოდებელი აპარატის ღირებულება* (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ
  • უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;
  • ღირებულების გადახდის პირობა;
  • მიწოდების ვადა;
  • საგარანტიო პირობები, ვადა; საგარანტიო პერიოდში ნაკლის გამოსწორების ვადა;
  • სერვისული მომსახურების პირობები;
  • აპარატის წარმოშობის ქვეყანა;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ავანსის
  • შემთხვევაში, მოეთხოვება წარადგინოს შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან
  • გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს

საშუალებით, 2026 წლის 07 ოქტომბრის, 15:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი და საკონტაქტო
  • ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;
  • სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმა დანართი#1 აუცილებლად უნდა
  • იყოს წარმოდგენილი, „ექსელის“ ფორმატში.
  • პროსპექტი ( ელ. ვერსია)
  • ხელმოწერილი აფიდავიტი დანართის №2 სახით;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური აღჭურვილობის სია და ორი
  • შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;
  • წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.
  • პრეტედენტს, მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის

წარმოდგენა:
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის
  • რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია
  • ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი
  • შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
  • საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (დადასტურებული სველი ბეჭდით და ხელმოწერით) კომპანიის
  • რეკვიზიტების შესახებ;

შენიშვნა:
  • პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შპს „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის
  • განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ
  • ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის
  • მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სიის, არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა,
  • აფიდავიტისა, დანართის #1 და კატალოგისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის
  • მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.
  • მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა
  • დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
  • სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის
  • ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.


შენიშვნა:
  • ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს
  • შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის
  • საბოლოო ღირებულება.
  • წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის
  • არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე
  • სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი
  • დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას
  • აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
დავით ედიშერაშვილი
„ავერსის კლინიკა“-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების
სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: +995577274714
ელ.ფოსტა: dato.edisherashvili@aversi.ge;

ანი მამუჩიშვილი
„ავერსის კლინიკა“-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი
ტელ: +995577217799
ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge
ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები
უნიკალური ნახვები