შემდეგი
28 სექ - 12 ოქტ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ანგარიშების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბარათე ანგარიშსწორების ოფიცერი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
პოზიციის მიზანი:
- საბარათე ანგარიშსწორების ოფიცერი ძირითადად პასუხისმგებელია სს „კრედო ბანკის“ ბარათებით და ექვაირინგის მოწყობილობებში შესრულებული ტრანზაქციების ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებაზე.
ზოგადი პასუხისმგებლობები:
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, ხელმოწერით
- დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
- სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
სპეციფიური პასუხისმგებლობები:
- Visa საერთაშორისო სისტემებთან ანგარიშსწორება. ანგარიშსწორების ფაილის გაშიფვრა და პროგრამული ასახვის ინიცირება
- MC საერთაშორისო სისტემებთან ანგარიშსწორება, ანგარიშსწორების ფაილის გაშიფვრა და პროგრამული ასახვის ინიცირება;
- Friendly ბანკებთან ანგარიშსწორება, საკორესპოსპონდენტო ანგარიშზე ასახული ანგარიშსწორების თანხების შედარება ბანკის შიდა გატარებებთან. პროგრამული ასახვის ინიცირება;
- ანგარიშსწორების პროცესისთვის საჭირო ფინანსური გატარებების ინიცირება;
- ანგარიშსწორებისთვის საჭირო სატრანზიტო ანგარიშების კონტროლი და გასწორება
- სატრანზიტო ანგარიშების მონიტორნიგი (ვიზა, მასტერქარდი,ფრენდლი, ონ ას) შუალედური სატრანზიტო ანგარიშების მონიტპრინგი
- ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება;
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office განსაკუთრებით Microsoft Excel-ში მუშაობის უნარი);
- პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი გრძნობა;
- აუცილებელია საბარათე მოდულების ცოდნა
- ორგანიზაციული უნარები;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
ანგარიშების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები