დღეს - 27 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა, პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა, პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული უნარები
განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: https://vr.selfrecruit.ge/s/EQotc
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, და დააჭირეთ ღილაკს “გაგზავნა”.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 28 ოქტომბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისათვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.
გისურვებთ წარმატებას!
VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის სრული ციკლის მართვა და კოორდინაცია — დაგეგმვიდან ობიექტის დასრულებასა და ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე;
- პროექტის დეტალური გეგმა-გრაფიკის შემუშავება, სამუშაო პროცესების დაგეგმვა და დადგენილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა;
- პროექტის ბიუჯეტის, ვადებისა და სამუშაოების მოცულობის კონტროლი;
- პროექტის გუნდის მართვა და ჩართული საპროექტო, სამშენებლო და სხვა გუნდების საქმიანობის კოორდინაცია;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და პროექტთან შესაბამისობის ყოველდღიური მონიტორინგი;
- ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და პრევენციის უზრუნველყოფა;
- კონტრაქტორებთან, ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობის კოორდინაცია;
- სატენდერო და შესყიდვების პროცესებში მონაწილეობა;
- პროექტთან დაკავშირებული სამშენებლო-სარემონტო, ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხების მართვა;
- პროექტის მიმდინარეობის, პროგრესისა და ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი და მენეჯმენტისთვის შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
- პროექტთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლო შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და მათი მართვა;
- ობიექტზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია;
- სამშენებლო ობიექტის მიღებისა და ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურის ან შესაბამისი მიმართულებით;
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო/დეველოპერული პროექტების მართვის მიმართულებით;
- სამშენებლო პროექტის სრული ციკლის მართვის გამოცდილება;
- სამშენებლო პროცესებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კარგი ცოდნა;
- ბიუჯეტის, ვადებისა და სამუშაოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება;
- კონტრაქტორებთან, ქვეკონტრაქტორებთან და საპროექტო გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;
- ძლიერი ორგანიზაციული, ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები;
- MS Office-ისა და Archicad-ის კარგი ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები
- ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების უნარი;
- ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, და დააჭირეთ ღილაკს “გაგზავნა”.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 28 ოქტომბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისათვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.
გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა,
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
