შემდეგი
28 სექ - 22 ოქტ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
კვლევა - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2240
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
კვლევა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
- ენები: ქართული,ინგლისური
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას ცოცხალი კოლექციების განყოფილებაში მკვლევრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
ანაზღაურება: 2,240 ლარი (დარიცხული)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული უნარები:
ჩვენ გთავაზობთ:
შერჩევის მეთოდები:
როგორ მიიღოთ მონაწილეობა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მკვლევარი).
*** გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.

- ცოცხალ კოლექციებში არსებული მცენარეების კურირება, რკვევა-იდენტიფცირება, ვერიფიკაცია, თანამედროვე ტაქსონომიური ბაზების და საქართველოში მოქმედი ნომენკლატურული ნუსხების შესაბამისად ელექტრონულ ბაზებში ასახვა, აღრიცხვა, მონიტორინგი, კოლექციების შევსებისა და სახეობების კონსერვაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
- ბოტანიკურ ბაღში (თესლის ბანკში კონსერვაციისა თუ სხვა მიზნებით (გაცვლითი ფონდი)) შემოსული თესლისა და ჰერბარიუმების ნიმუშების ვერიფიკაცია, მონიტორინგი;
- ბოტანიკური ბაღის იშვიათ და გადაშენებად მცენარეთა კოლექციის, კავკასიის ფლორის კონსერვაციის განყოფილების მცენარეების მონიტორინგი, აღწერა, სიების შედგენა, მათი რეგულარული განახლება და მონაცემთა ბაზაში ასახვა;
- საჭიროების შემთხვევაში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი ფლორის სახეობების იდენტიფიკაცია და სიის შედგენაში მონაწილეობა;
- სამეცნიერო პუბლიკაციების (სტატიების) მომზადება, საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობა და ადგილობრივ/საერთაშორისო ღონისძიებებზე ორგანიზაციის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბოტანიკის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი);
- მსგავს პოზიციაზე / სამეცნიერო-კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- თანამედროვე ტაქსონომიური ბაზებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოყენების უნარ-ჩვევები;
- ინგლისური ენის ცოდნა და საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა.
პიროვნული უნარები:
- სამეცნიერო კვლევისა და ანალიზის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
- სატელეფონო გასაუბრება;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მკვლევარი).
*** გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
მეცნიერება / განათლება
კვლევა
ნახვები
უნიკალური ნახვები