28 სექ - 22 ოქტ
მკვლევარი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება კვლევა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2240

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება კვლევა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
  • ენები: ქართული,ინგლისური
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას ცოცხალი კოლექციების განყოფილებაში მკვლევრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
ანაზღაურება: 2,240 ლარი (დარიცხული)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ცოცხალ კოლექციებში არსებული მცენარეების კურირება, რკვევა-იდენტიფცირება, ვერიფიკაცია, თანამედროვე ტაქსონომიური ბაზების და საქართველოში მოქმედი ნომენკლატურული ნუსხების შესაბამისად ელექტრონულ ბაზებში ასახვა, აღრიცხვა, მონიტორინგი, კოლექციების შევსებისა და სახეობების კონსერვაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ბოტანიკურ ბაღში (თესლის ბანკში კონსერვაციისა თუ სხვა მიზნებით (გაცვლითი ფონდი)) შემოსული თესლისა და ჰერბარიუმების ნიმუშების ვერიფიკაცია, მონიტორინგი;
  • ბოტანიკური ბაღის იშვიათ და გადაშენებად მცენარეთა კოლექციის, კავკასიის ფლორის კონსერვაციის განყოფილების მცენარეების მონიტორინგი, აღწერა, სიების შედგენა, მათი რეგულარული განახლება და მონაცემთა ბაზაში ასახვა;
  • საჭიროების შემთხვევაში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი ფლორის სახეობების იდენტიფიკაცია და სიის შედგენაში მონაწილეობა;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების (სტატიების) მომზადება, საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობა და ადგილობრივ/საერთაშორისო ღონისძიებებზე ორგანიზაციის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბოტანიკის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი);
  • მსგავს პოზიციაზე / სამეცნიერო-კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • თანამედროვე ტაქსონომიური ბაზებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოყენების უნარ-ჩვევები;
  • ინგლისური ენის ცოდნა და საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა.

პიროვნული უნარები:
  • სამეცნიერო კვლევისა და ანალიზის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მკვლევარი).

*** გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
მეცნიერება / განათლება
კვლევა
ნახვები
უნიკალური ნახვები