შემდეგი
28 სექ - 21 ოქტ
კოლექციის კურატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hr@nbgg.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
ზედამხედველობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1920
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ინგლისური
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას დეკორატიულ მცენარეთა კოლექციების და ბაღის გაფორმების განყოფილებაში კოლექციის კურატორის (ბონსაი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
ანაზღაურება: 1,920 ლარი (დარიცხული)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბონსაის კოლექციის კურირება: ტაქსონომიური აღრიცხვიანობა, დაცვა, შენარჩუნება და განახლების დაგეგმვა;
- მცენარეთა დაცვის ჯგუფთან კოორდინაციით, კოლექციის მავნებელ-დაავადებებზე მონიტორინგი, საველე კვლევები და კონტროლის ღონისძიებებში ჩართულობა;
- ინტროდუქციისა და კოლექციის გამდიდრების მიზნით, მცენარეთა ახალი სახეობების შერჩევა-შესწავლა და მათი კონსერვაცია;
- კოლექციის პერიოდული ინვენტარიზაცია, დოკუმენტირება, ეტიკეტირება და საინტერპრეტაციო მასალების მომზადება;
- ბაღის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ პროგრამებში მონაწილეობა და კოლექციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ან პროფესიული განათლება ბოტანიკის, ჰორტიკულტურის, აგრარული მეცნიერებების ან ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით (მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
- მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია სარეკომენდაციო წერილის წარმოდგენა);
- ბოტანიკისა და ჰორტიკულტურის საბაზისო პრინციპების ცოდნა;
- მცენარეთა სარკვევების, ონლაინ ბაზებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოყენების უნარ-ჩვევები;
- ინგლისური ენის მინიმუმ B1-B2 დონეზე ცოდნა და საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა.
პიროვნული უნარები:
- გუნდური და აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
- სატელეფონო გასაუბრება;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კოლექციის კურატორი).
*** გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
გაყიდვები
ზედამხედველობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები