28 სექ - 21 ოქტ
კოლექციის კურატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები ზედამხედველობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1920

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ინგლისური
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას დეკორატიულ მცენარეთა კოლექციების და ბაღის გაფორმების განყოფილებაში კოლექციის კურატორის (ბონსაი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30

ანაზღაურება: 1,920 ლარი (დარიცხული)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბონსაის კოლექციის კურირება: ტაქსონომიური აღრიცხვიანობა, დაცვა, შენარჩუნება და განახლების დაგეგმვა;
  • მცენარეთა დაცვის ჯგუფთან კოორდინაციით, კოლექციის მავნებელ-დაავადებებზე მონიტორინგი, საველე კვლევები და კონტროლის ღონისძიებებში ჩართულობა;
  • ინტროდუქციისა და კოლექციის გამდიდრების მიზნით, მცენარეთა ახალი სახეობების შერჩევა-შესწავლა და მათი კონსერვაცია;
  • კოლექციის პერიოდული ინვენტარიზაცია, დოკუმენტირება, ეტიკეტირება და საინტერპრეტაციო მასალების მომზადება;
  • ბაღის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ პროგრამებში მონაწილეობა და კოლექციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ან პროფესიული განათლება ბოტანიკის, ჰორტიკულტურის, აგრარული მეცნიერებების ან ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით (მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია სარეკომენდაციო წერილის წარმოდგენა);
  • ბოტანიკისა და ჰორტიკულტურის საბაზისო პრინციპების ცოდნა;
  • მცენარეთა სარკვევების, ონლაინ ბაზებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოყენების უნარ-ჩვევები;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B1-B2 დონეზე ცოდნა და საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა.

პიროვნული უნარები:
  • გუნდური და აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კოლექციის კურატორი).
*** გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.


გაყიდვები
ზედამხედველობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები