დღეს - 28 ოქტ
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები პროდუქტის ცოდნა და პოპულარიზაცია, გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, საცალო გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება: (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
Skinora კანის მოვლისა და სილამაზის პროდუქციის მაღაზიაა. City Mall Saburtalo-ს ფილიალში ვეძებთ 2 გაყიდვების კონსულტანტს: ერთი იმუშავებს პირველ ცვლაში, მეორე – მეორე ცვლაში.

სამუშაო გრაფიკი:
I ცვლა – 10:00–16:00;
II ცვლა – 16:00–22:00.
თითოეული თანამშრომელი იმუშავებს ერთ-ერთ ფიქსირებულ ცვლაში. სამუშაო და დასვენების დღეები გასაუბრებისას შეთანხმდება.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
  • Skinora-ს პროდუქციის, მისი გამოყენებისა და უპირატესობების გაცნობა;
  • გაყიდვების პროცესის მართვა და დასახული მიზნების შესრულება;
  • პროდუქციის განლაგებისა და მაღაზიის მოწესრიგებულობის კონტროლი;
  • მომხმარებელთან კეთილგანწყობილი და პროფესიონალური კომუნიკაცია.

მოთხოვნები:
  • კანის მოვლისა და სილამაზის პროდუქტების ცოდნა ან ამ სფეროთი აქტიური დაინტერესება;
  • საცალო გაყიდვების ან მომხმარებელთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული ქართული ენა აუცილებელია; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა.

პირობები:
  • სამუშაო ადგილი: City Mall Saburtalo, თბილისი;
  • ფიქსირებული ხელფასი და გაყიდვებზე დამოკიდებული საკომისიო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV HR.ge-ის საშუალებით და მიუთითოთ, რომელი ცვლა გირჩევნიათ.
გაყიდვები
პროდუქტის ცოდნა და პოპულარიზაცია,
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
საცალო გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 2