დღეს - 27 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
არქიტექტურა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1600 - 1800
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამშენებლო
არქიტექტურა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: ინგლისური,ქართული
არქიტექტურული სტუდია Urbanx აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ არქიტექტორის პოზიციაზე თბილისში.
ვეძებთ მოტივირებულ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება როგორც არქიტექტურულ პროექტირებაში, ისე დიზაინის შემუშავებაში.
ძირითადი მოვალეობები
- არქიტექტურული და დიზაინის კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობა;
- არქიტექტურული და სამშენებლო ნახაზების მომზადება და კორექტირება;
- 3D მოდელებისა და საპრეზენტაციო მასალების შექმნა;
- სანებართვო და სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- გუნდთან თანამშრომლობა და დავალებების შეთანხმებულ ვადებში შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება არქიტექტურის მიმართულებით — განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- არქიტექტურული და სამშენებლო ნახაზების წაკითხვისა და შედგენის საბაზისო ცოდნა;
- Revit-ისა და AutoCAD-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- SketchUp-ისა და Adobe Photoshop-ის ცოდნა, ასევე სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები და უნარები
- შემოქმედებითი აზროვნება და დეტალებისადმი ყურადღება;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
სამუშაო პირობები
- ადგილმდებარეობა: თბილისი გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00. ყოველთვიური ანაზღაურება: პირველი სამი თვის განმავლობაში — 1 600 ლარი, მეოთხე თვიდან — 1 800 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო ელფოსტაზე: urbanx.ge@gmail.com პორტფოლიოში შეგიძლიათ სასწავლო პროექტებიც წარმოადგინოთ.
წერილის თემაში მიუთითეთ „ჯუნიორ არქიტექტორი“.
სამშენებლო
არქიტექტურა
ნახვები
უნიკალური ნახვები
