26 სექ - 25 ოქტ
ჰიპერმარკეტის სუპერვაიზერი - გურჯაანი,
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა სუპერმარკეტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სმენური გრაფიკი – დღის ცვლა
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამშენებლო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა სუპერმარკეტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
  • ენები: ქართული

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ჰიპერმარკეტის სუპერვაიზერის პოზიციაზე, გურჯაანში

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას

ფუნქცია- მოვალეობები:
  • პროდუქციის ცოდნა, საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებისთვის შეკვეთების გენერირება, კატეგორიის მენეჯერთან შეთანხმებით;
  • საკურატორო სექციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მონიტორინგი და კონტროლი;
  • მარკეტის მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში, მარკეტის მენეჯერის მოვალეობის შესრულება;
  • ასორტიმენტის შერჩევაში აქტიური ჩართულობა კატეგორიის მენეჯერთან ერთად, მოთხოვნადი პროდუქციის და ფილიალის სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • ასორტიმენტის განლაგების ორგანიზება, მერჩენდაიზინგული პრინციპების დაცვის მონიტორინგი, პლანოგრამაში, სტენდების ტიპებში ცვლილებების შეტანის ინიცირება;
  • გეგმიური აღწერების მონიტორინგი;
  • წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, ბაზრის კვლევა, კონკურენტების შესწავლა, წინადადებების და ინიციატივების წარდგენა, შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება;
  • პროდუქციის რეალიზაციის გაზრდისთვის საჭირო აქტივობების ინიცირება/ორგანიზება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების მხარდაჭერა/უზრუნველყოფა;
  • დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი;
  • როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშრომლის მიერ დაფიქსირებულ მოთხოვნებზე, რეკომენდაციებზე, საჩივრებზე გონივრულ ვადაში რეაგირება;
  • მომსახურების მაღალი ხარისხის უზუნველყოფა, მომხმარებლის კეთილგანწყობაზე ზრუნვა, თანამშრომლების მომსახურების ხარისხის მონიტორინგი/უკუკავშირი;
  • გუნდის წევრების მიერ დისციპლინის, სტანდარტების, შიდა რეგულაციების დაცვის და შესრულების მონიტორინგი;
  • თანამშრომელთა მოტივაციის წახალისების სისტემების, ინიცირება და განხორციელება, გუნდში ჯანსაღი ურთიერთობების და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია 1c პროგრამის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით

გისურვებთ წარმატებებს!

გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სამშენებლო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები