24 სექ - 23 ოქტ
STEM კლუბის მასწავლებელი
თბილისი
ქუთაისი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995579333370

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება სკოლამდელი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება სკოლამდელი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება სკოლამდელი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება სკოლამდელი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული,ინგლისური
პროგრესის ამერიკული სკოლები აცხადებს ვაკანსიას STEM კლუბის მასწავლებლის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.

ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით.

გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/
STEM კლუბის მასწავლებელი
STEM კლუბის წევრებისთვის სასწავლო პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი.

ძირითადი მოვალეობები:
  • კლუბის წევრებთან კვირაში, მინიმუმ, ერთხელ შეხვედრის განხორციელება;
  • რობოტიკის და პროგრამირების საფუძვლების სწავლება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში;
  • რობოტული სისტემების კონსტრუქციისა და პროგრამირების პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება;
  • პრაქტიკული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომლითაც მოსწავლეები შეისწავლიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს;
  • გუნდური მუშაობის წახალისება და შემოქმედებითი ამოცანების შეთავაზება;
  • სასკოლო თემატურ პროექტებსა და კონკურსების ორგანიზებაში ჩართულობა;
  • რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშირისო თემატურუ პროექტებში, კონკურსებსა და ჩემპიონატებში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • პროგრამის შუალედური და საბოლოო შედეგების მიღწევის მონიტორინგი;
  • მიღებული შედეგების საფუძველზე მომდევნო სასწავლო წლის დაგეგმვა.

ტექნიკური უნარები:
  • მიკროკონტროლერები: Arduino, Micro:bit და ESP32 პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროგრამირება: C/C++ან Python ან Scratch ენების ფლობა;
  • ელექტრონიკა: მარტივი წრედის აწყობისა და ფუნდამენტური საკითხების (ძაბვა, დენი, წინაღობა) ცოდნა;
  • სენსორებთან მუშაობა: სხვადასხვა ტიპის სენსორებიდან მონაცემების წაკითხვა და დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • STEM პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ან/და STEM პროგრამების სწავლების გამოცდილება
  • უმაღლესი ან არაფორმალური განათლება შესაბამის სფეროში/სფეროებში, რაც დადასტურდება შესაბამისი დოკუმენტით
  • ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ, B1 დონეზე
  • სასურველია გამოცდილება საგანმანათლებლო / ტრენინგ / პროფესიული განვითარების სფეროში;
  • ძლიერი საკომუნიკაციო და წერის უნარები ქართულ ენაზე (ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • პროექტებზე ერთდროული მუშაობის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრეატიულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას იმუშაოთ ინტელექტუალურად გამორჩეულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან;
  • კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

ადგილმდებარეობა:
ბათუმი, ვ. შამილაძის #30,
ქ. ქუთაისი დავით აღმაშენებლის #20,
ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #39.


სამუშაო დრო: მოქნილი სამუშაო გრაფიკი ვაკანტური ადგილი: 3
რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ: hr.batumi@schoolprogress.ge- ბათუმი hr.kutaisi@schoolprogress.ge-ქუთაისი hrtbilisi@schoolprogress.ge-თბილისი
მეილის სათაურში მიუთითეთ: STEM კლუბის მასწავლებელი და ქალაქის სახელწოდება, სადაც გსურთ დასაქმება .

კანდიდატების შერჩევა და გასაუბრებები დაიწყება განაცხადების შემოსვლისთანავე.
შესაბამისად, ვაკანსია შესაძლოა შეივსოს განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვამდეც. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ნუ გადადებთ CV-ის გამოგზავნას.

ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
ბათუმი - +995579333370;
ქუთაისი - +995598689064
თბილისი - +995598124611

გასაუბრებაზე დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

მადლობა დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
მეცნიერება / განათლება
სკოლამდელი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები