შემდეგი
24 სექ - 01 ოქტ
კომერციული დირექტორი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hrtbilisi@schoolprogress.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი - ინდუსტრია / სფერო: განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - განათლების დონე(ები): პროფესიული კოლეჯი, საშუალო განათლება
- ენები: ქართული
"პროგრესის ამერიკული სკოლა-თბილისი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
კომერციული დირექტორის მთავარი მისიაა სკოლის კომერციული მართვის სისტემის განვითარება, გაყიდვების სტრატეგიის დანერგვა და სკოლის მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა ბაზარზე. პოზიცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა მოზიდვის სტრატეგიაზე, პარტნიორულ ურთიერთობებსა და კომერციული ეფექტურობის მართვაზე.
პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.
ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით.
გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში!
სამუშაო პირობები
ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას N39
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი (კვირაში 40 საათი)
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კომერციული სტრატეგია: სკოლის გრძელვადიანი კომერციული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება შემოსავლების ზრდის მიზნით.
- გაყიდვებისა მართვა: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა, KPI-ების დასახვა და შესრულების კონტროლი.
- ბაზრის ანალიზი: ბაზრის ტენდენციების კვლევა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და ახალი ბიზნეს-შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
- პარტნიორობა და ქსელი: პოტენციურ კლიენტებთან, კორპორატიულ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
- ფასწარმოქმნა და ბიუჯეტირება: სკოლის მომსახურების საფასო პოლიტიკის ოპტიმიზაცია და კომერციული ბიუჯეტის მართვა/ჩართულობა.
- ანალიტიკა და რეპორტინგი: კომერციული ანგარიშგების სისტემის განვითარება, CRM-ის ეფექტიანი გამოყენება და ხელმძღვანელობისთვის პერიოდული რეპორტინგი.
- გუნდის განვითარება: კომერციული დეპარტამენტის გუნდის მართვა, მოტივირება და მუდმივი განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ფინანსების ან მონათესავე მიმართულებით (MBA ჩაითვლება უპირატესობად).
- გამოცდილება: მინიმუმ 5-წლიანი წარმატებული მენეჯერული გამოცდილება კომერციის, გაყიდვების ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
უნარ-ჩვევები:
- სტრატეგიული ხედვა და ანალიტიკური აზროვნება;
- მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვის უნარი;
- CRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
ენები: ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ლიდერული თვისებები და გუნდის მართვის ნიჭი;
- პრობლემების ანალიზისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: hrtbilisi@schoolprogress.ge 2026 წლის 1 ოქტომბრამდე.
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები