დღეს - 23 ოქტ
სტანდარტი
ფილიალის მენეჯერის დამხმარეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, კუმისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@invet.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ვეტერინარული - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 500 - 650
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ქართული
„ინვეტ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კუმისის ფილიალის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 25 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფერმერული მიმართულების ვეტერინარული სერვისების განვითარება, ფერმერული მიმართულების კომბინირებული საკვების წარმოება, ვეტერინარული მედიკამენტების წარმოება და იმპორტი, შინაური ცხოველების საკვები და მოვლისს საშუალებების რეალიზაცია/იმპორტი.
კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობს 35 ფილიალს, სადაც ხდება როგორც ფერმერული მიმართულების პროდუქციის ასევე შინაური ცხოველებისთვის საჭირო პროდუქტების რეალიზაცია.
სამუშაო განაკვეთი: არა სრული (კვირაში 2-3 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული 500-650 ლარი
ადგილმდებარეობა: კუმისი
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალში არსებული პროდუქტების ცოდნა და მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
- ფილიალში მიღებული და ფილიალიდან გასული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა და პროგრამაში გატარება;
- სალარო ოპერაციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ვეტერინარული მიმართულებით სასურველია;
- სასურველია მსგავს ან/და ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია APEX პროგრამის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას, ასევე კრეატიული იდეების გაზიარებისა და განხორციელების შესაძლებლობას.
კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტის მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 24 ოქტომბრამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
