23 სექ - 22 ოქტ
საგადასახადო აუდიტორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები აუდიტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები აუდიტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი
  • ენები: ქართული,ინგლისური
PKF Georgia აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე.

PKF Georgia საქართველოში წარმოადგენს აუდიტსა და საკონსულტაციო სფეროში მოღვაწე გლობალური ქსელი „PKF International“-ის (www.pkf.com) იურიდიულად დამოუკიდებელ სრულუფლებიან წევრს.

სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -18:30, შესვენება 1 საათი)
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 3

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების (ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა, აუდიტი) მიმართულებით;
  • არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საგადასახადო-საკონსულტაციო და საბუღალტრო სფეროში;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საერთაშორისო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების (Excel, Word) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ACCA-ის F1 F2 F3 F4 წიგნები.

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა სფეროს სუბიექტების საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის ჩატარება;
  • საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის გუნდის მართვა, კონტროლი, შესაბამისი დავალებების და მითითებების მიცემა;
  • საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის შედეგებზე საგადასახადო მიმოხილვის ანგარიშის (Tax Review Letter) მომზადება;
  • საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის პროცესში დამკვეთი კომპანიის კომპეტენტურ პირებთან წერილობით და ზეპირი კომუნიკაცია;
  • საგადასახადო მიმოხილვა/აუდიტი განხორციელდება კომპანიაში დანერგილი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლის ათვისებაშიც შერჩეულ კანდიდატს მხარდაჭერას გაუწევს საგადასახადო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და არსებული გუნდი.

ძირითადი პიროვნული უნარები და თვისებები:
  • პროფესიასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან (კანონები, ინსტრუქციები, ბრძანებები, სტანდარტები და ა.შ.) და გულმოდგინედ, სიღრმისეულად და ამომწურავად მუშაობის უნარი/ნებისყოფა;
  • თვითგანვითარებაზე ზრუნვის სურვილი/უნარი/ნებისყოფა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com სათაურის ველში მიუთითეთ „Tax Auditor“. პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯია (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.
ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი
ნახვები
უნიკალური ნახვები