შემდეგი
დღეს - 22 ოქტ
სტანდარტი
ბიზნეს ანალიტიკოსი/პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@emis.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს ანალიტიკა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს კონკურსს ბიზნეს ანალიტიკოსისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის (QA სპეციალისტი) ვაკანსიებზე.
ვაკანსია N1
ბიზნეს ანალიტიკოსის ვაკანსიის დეტალები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- კანდიდატი სასურველია ფლობდეს არანაკლებ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებაში: კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება.
- კანდიდატი უნდა ფლობდეს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, ჩამოთვლილთაგან რომელიმე პოზიციაზე, არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილებას: ბიზნეს ანალიტიკოსის, სისტემური ანალიტიკოსის ან IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე;
- Jira-სა და Confluence-ის გამოყენების ცოდნა და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ბიზნეს პროცესების, სისტემური ურთიერთქმედებებისა და მომხმარებლის სცენარების მოდელირების შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა;
- UI/UX დიზაინისა და პროტოტიპირების ინსტრუმენტების — Figma, FigJam, Miro, Balsamiq ან სხვა მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა;
- თანამედროვე AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება ინფორმაციის კვლევის, ანალიზის, დოკუმენტაციის მომზადებისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით;
- ბიზნეს საჭიროებებისა და მოთხოვნების შეგროვების, ანალიზის, დაზუსტების, დოკუმენტირებისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ბიზნეს მოთხოვნების ფუნქციური და ტექნიკური გუნდებისთვის შესაბამის ფორმატში ჩამოყალიბების გამოცდილება;
- User Story-ების, Acceptance Criteria-ს, ფუნქციური და სხვა ტიპის მოთხოვნების მომზადების გამოცდილება;
- ბიზნეს პროცესების ანალიზისა და მოდელირების გამოცდილება BPMN, UML ან სხვა შესაბამისი მიდგომებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით;
- Agile გარემოში მუშაობისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლის (SDLC) ცოდნა;
- REST API-ების, სისტემებს შორის ინტეგრაციების, მონაცემთა ნაკადებისა და მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- ინფორმაციული სისტემების, მონაცემთა სტრუქტურებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების საბაზისო პრინციპების გაგება.
უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენის ცოდნა - (მინიმუმ) B2 დონეზე, (კანდიდატი უნდა ფლობდეს, მათ შორის უცხო ენაზე ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარს).
უპირატესობად ჩაითვლება
- პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების, სისტემური ან ტექნიკური ანალიზის გამოცდილება;
- მონაცემებთან, მონაცემთა ბაზებთან ან საინფორმაციო სისტემების მონაცემთა სტრუქტურებთან მუშაობის გამოცდილება;
- API-ებთან მუშაობის, მათი ანალიზის ან ტესტირების გამოცდილება;
- რთულ, მრავალკომპონენტიან ან ინტეგრირებულ საინფორმაციო სისტემებზე მუშაობის გამოცდილება;
- პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების მართვის (Change Management) პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
- საჯარო სექტორში მსგავსი ფუნქციური დატვირთვით მუშაობის გამოცდილება, ან დიდი რაოდენობით მომხმარებლის მქონე ციფრული სისტემების განვითარებაში მონაწილეობა;
- ბიზნეს ანალიზის, სისტემური ანალიზის, Agile/Scrum-ის, პროექტის მართვის ან პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების შესაბამისი მიმართულების პროფესიული სერტიფიკატების ფლობა.
პროფესიული და პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- წერილობითი დოკუმენტების (ანგარიში, დასკვნა, სარჩელი და სხვა) მომზადების უნარი;
- დამოუკიდებელად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი, ამავდროულად პრობლემების კომპლექსური ანალიზისა და სტრუქტურირების უნარი;
- რამდენიმე პარალელურ ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო აღწერილობა
- ბიზნეს დამკვეთებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა მათი საჭიროებების, პრობლემებისა და მიზნების იდენტიფიცირებისა და ანალიზის მიზნით;
- ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, დაზუსტება და ანალიზი, ასევე მათი მკაფიო, სტრუქტურირებული და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების გუნდისთვის გასაგები მოთხოვნების სახით ფორმულირება;
- მოთხოვნების, ბიზნეს წესების, User Story-ების, Acceptance Criteria-სა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
- არსებული ბიზნეს პროცესების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, მათი გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ასევე მიმდინარე (AS-IS) და მიზნობრივი (TO-BE) პროცესების აღწერა;
- ბიზნეს პროცესების, სისტემური ურთიერთქმედებებისა და მომხმარებლის სცენარების შესაბამისი მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით მოდელირება;
- პროდუქტის ან პროექტის მოთხოვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მონაწილეობა, მათ შორის მოთხოვნების დაზუსტების, პრიორიტეტიზაციისა და refinement-ის პროცესებში;
- ბიზნეს მოთხოვნებსა და ტექნიკურ გადაწყვეტებს შორის შესაბამისობის უზრუნველყოფა და ბიზნეს და ტექნიკურ გუნდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა;
- მოთხოვნებში არსებული ბუნდოვანებების, წინააღმდეგობების, რისკებისა და დამოკიდებულებების იდენტიფიცირება და მათი შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან დამუშავება;
- სისტემებს შორის ინტეგრაციებთან, მონაცემთა ნაკადებსა და API-ებთან დაკავშირებული მოთხოვნების ანალიზში მონაწილეობა შესაბამის ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობით;
- UI/UX დიზაინერებთან, დეველოპერებთან, QA სპეციალისტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა პროდუქტისა და სისტემების მოთხოვნების სათანადოდ ჩამოყალიბებისა და განხორციელების მიზნით;
- პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესში მოთხოვნების დაზუსტებასა და წარმოშობილი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა;
- ტესტირების პროცესისთვის საჭირო ბიზნეს სცენარების, Acceptance Criteria-ს, UAT სცენარებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და მართვაში მონაწილეობა;
- მომხმარებლის მიერ მიღების პროცესში (User Acceptance Testing – UAT) მონაწილეობა და განხორციელებული ფუნქციონალის შეთანხმებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
- სისტემის/პროდუქტის შესახებ სრული ფუნქციური, ტექნიკური და საოპერაციო დოკუმენტაციის პორტფელის შექმნა, წარმოება, განახლება და მართვა, მათ შორის ბიზნეს ანალიზის დოკუმენტაციის, მოთხოვნების, პროდუქტისა და ფუნქციონალის აღწერების, პროცესების დოკუმენტაციის, ტესტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და სხვა შესაბამისი მასალების;
- სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების ანალიზსა და ცვლილებების მართვის (Change Management) პროცესში მონაწილეობა, მათ შორის ცვლილების მოთხოვნების, შესაძლო გავლენების, დამოკიდებულებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
- მოთხოვნებთან, ბიზნეს პროცესებთან, სისტემის ფუნქციონალსა და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, განახლება და მართვა Jira-სა და Confluence-ში;
- თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენება ინფორმაციის კვლევის, ანალიზის, დოკუმენტაციის მომზადებისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით.
შენიშვნა:
შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებაზე.
კანდიდატმა განაცხადის გაკეთებისას აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ქართულ ენოვანი CV, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და სამუშაო გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ცნობა დამსაქმებლისგან ან/და ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული შრომის წიგნაკის ასლი).
ვაკანსია N2
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის (QA სპეციალისტი) ვაკანსიის დეტალები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- კანდიდატი უნდა ფლობდეს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, ჩამოთვლილთაგან რომელიმე პოზიციაზე, არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილებას: პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის, QA სპეციალისტის ან მსგავს პოზიციაზე;
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის ფუნქციური, რეგრესიული, ინტეგრაციული და სისტემური ტესტირების მიმართულებით;
- ტესტირების პროცესის დაგეგმვის, ტესტირების სცენარების, Test Case-ების, Checklist-ებისა და სხვა შესაბამისი ტესტირების დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
- მოთხოვნების, ფუნქციური სპეციფიკაციებისა და Acceptance Criteria-ს ანალიზისა და მათ საფუძველზე ტესტირების განხორციელების გამოცდილება;
- დეფექტების იდენტიფიცირების, აღწერის, დოკუმენტირებისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლის (SDLC) და ხარისხის უზრუნველყოფის (QA) ძირითადი პრინციპების კარგი ცოდნა;
- Agile გარემოში მუშაობის გამოცდილება და Agile/Scrum/Kanban მიდგომების ცოდნა;
- Jira-ში მუშაობისა და დეფექტების/ამოცანების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- Confluence-ში ან სხვა შესაბამის სისტემაში ტესტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
- REST API-ებისა და სისტემებს შორის ინტეგრაციების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- API ტესტირების პრაქტიკული გამოცდილება შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით, მაგალითად: Postman, Swagger ან სხვა მსგავსი ხელსაწყოები;
- ინფორმაციული სისტემების, ვებ აპლიკაციებისა და მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპების გაგება;
- მონაცემთა ბაზებისა და SQL-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- ბრაუზერის Developer Tools-ის გამოყენებისა და პრობლემების პირველადი ანალიზის უნარი;
- თანამედროვე AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება ტესტირების, ინფორმაციის ანალიზის, დოკუმენტაციის მომზადებისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით.
- უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენის ცოდნა — მინიმუმ B2 დონეზე, მათ შორის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის შესაძლებლობა.
უპირატესობად ჩაითვლება
- ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით გამოცდილება ან შესაბამისი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების ცოდნა;
- პროგრამირების რომელიმე ენის საბაზისო ცოდნა;
- ავტომატიზებული ტესტირების ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება, მაგალითად: Selenium, Cypress, Playwright ან სხვა მსგავსი ხელსაწყოები;
- რთულ, მრავალკომპონენტიან ან ინტეგრირებულ საინფორმაციო სისტემებზე მუშაობის გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზებთან და SQL მოთხოვნებთან მუშაობის გამოცდილება;
- შესრულების (Performance) ან დატვირთვის (Load) ტესტირების გამოცდილება;
- მობილური აპლიკაციების ტესტირების გამოცდილება;
- საჯარო სექტორში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ან დიდი რაოდენობით მომხმარებლის მქონე ციფრული სისტემების ტესტირებაში მონაწილეობა;
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების, ხარისხის უზრუნველყოფის, Agile/Scrum-ის ან პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების შესაბამისი მიმართულების პროფესიული სერტიფიკატების ფლობა.
პროფესიული და პიროვნული თვისებები:
- ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების სისტემურად ანალიზის უნარი;
- ლოგიკური აზროვნებისა და შესაძლო პრობლემების წინასწარ იდენტიფიცირების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ბიზნეს ანალიტიკოსებთან, დეველოპერებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
- აღმოჩენილი პრობლემებისა და დეფექტების მკაფიო, სტრუქტურირებულ და გასაგებ ფორმატში აღწერის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- რამდენიმე პარალელურ ამოცანასა და პრიორიტეტს შორის ეფექტურად მუშაობის უნარი;
- სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და ახალი ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების ათვისების უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო აღწერილობა
- პროგრამული უზრუნველყოფის, ვებ და სხვა საინფორმაციო სისტემების ფუნქციონალის ტესტირება განსაზღვრული მოთხოვნების, ფუნქციური სპეციფიკაციებისა და Acceptance Criteria-ს შესაბამისად;
- ბიზნეს ანალიტიკოსებთან, დეველოპერებთან, დიზაინერებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა სისტემის ფუნქციონალის, მოთხოვნებისა და მოსალოდნელი შედეგების სწორად გააზრების მიზნით;
- ფუნქციური და არაფუნქციური მოთხოვნების ანალიზი ტესტირების პერსპექტივიდან, შესაძლო ბუნდოვანებების, წინააღმდეგობების, რისკებისა და ტესტირებასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირება;
- ტესტირების სტრატეგიის, ტესტირების სცენარების, Test Case-ების, Checklist-ების, Test Data-სა და სხვა შესაბამისი ტესტირების დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და მართვა;
- ფუნქციური, რეგრესიული, ინტეგრაციული, სისტემური, Smoke და სხვა შესაბამისი ტიპის ტესტირების დაგეგმვა და განხორციელება;
- ახალი ფუნქციონალისა და სისტემაში განხორციელებული ცვლილებების ტესტირება და მათი შესაბამისობის შეფასება შეთანხმებულ მოთხოვნებთან;
- სისტემაში არსებული დეფექტების, შეცდომებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება, აღწერა, დოკუმენტირება და მათი მართვა შესაბამის ინსტრუმენტებში;
- აღმოჩენილი დეფექტების პრიორიტეტისა და გავლენის შეფასებაში მონაწილეობა და მათი გამოსწორების პროცესის მონიტორინგი;
- დეველოპერების მიერ გამოსწორებული დეფექტების გადამოწმება (Retesting) და, საჭიროების შემთხვევაში, რეგრესიული ტესტირების განხორციელება;
- სისტემის სხვადასხვა კომპონენტს, მოდულსა და ინტეგრირებულ სისტემებს შორის ურთიერთქმედების ტესტირება;
- API-ებისა და სისტემებს შორის ინტეგრაციების ტესტირებაში მონაწილეობა შესაბამისი ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოყენებით;
- მონაცემების, მომხმარებლის სხვადასხვა სცენარისა და სისტემის მოსალოდნელი და არასტანდარტული ქცევის ტესტირება;
- ტესტირების შედეგების ანალიზი, ტესტირების პროცესში გამოვლენილი რისკებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი გუნდის ინფორმირება;
- პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესში ტესტირების საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
- ბიზნეს ანალიტიკოსებთან თანამშრომლობა მოთხოვნების, User Story-ებისა და Acceptance Criteria-ს ტესტირებადობის შეფასებისა და დაზუსტების მიზნით;
- მომხმარებლის მიერ მიღების პროცესში (User Acceptance Testing – UAT) მონაწილეობა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტესტირების სცენარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- ტესტირების პროცესთან, ტესტირების შედეგებთან, დეფექტებთან და სისტემის ხარისხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, განახლება და მართვა Jira-სა და Confluence-ში;
- პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტესტირების პროცესების, მეთოდებისა და მიდგომების გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება;
- თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენება ტესტირების სცენარების მომზადების, ინფორმაციის ანალიზის, დოკუმენტაციის დამუშავებისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით.
შენიშვნა:
შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებაზე.
კანდიდატმა განაცხადის გაკეთებისას აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ქართულ ენოვანი CV, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და სამუშაო გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ცნობა დამსაქმებლისგან ან/და ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული შრომის წიგნაკის ასლი).
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, 2026 წლის 6 ოქტომბრამდე, გამოაგზავნოთ ქართულენოვანი CV შემდეგ მისამართზე: hr@emis.ge. "Subject"-ის ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 1ა
ტელ: 2 200 220 (5046) | ვებ-გვერდი: http://www.emis.ge
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიზნეს ანალიტიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები