დღეს - 23 ოქტ
ოფის-მენეჯერი
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995574117294
მისამართი: თბილისი.ვაკე.ილია ჭავჭავაძის 68

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ოფისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება უძრავი ქონება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1000
    (+ ბონუსი)
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): კორპორატიული მობილური პაკეტი,პარკინგის ადგილის უზრუნველყოფა,ყავა / ხილი / სნექები,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა,ბონუსები და წახალისება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ოფისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    უძრავი ქონება უძრავი ქონება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
KEYWAY — პრემიუმ უძრავი ქონების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ძლიერ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან პიროვნებას, რომელსაც შეუძლია პროფესიონალური გუნდის ეფექტურად მართვა, პროცესების კონტროლი და თანამშრომლებთან სწორი კომუნიკაცია.

ძირითადი მოვალეობები:
  • ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა
  • თანამშრომლების სამუშაო პროცესის კონტროლი
  • დავალებების სწორად გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი
  • სამუშაო დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველყოფა
  • შეხვედრებისა და ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია
  • თანამშრომლების შედეგების მონიტორინგი და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • პრობლემურ სიტუაციებში სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება
  • გუნდის მოტივაციისა და პროფესიული გარემოს შენარჩუნება
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
  • ძლიერი ლიდერული თვისებები და ბუნებრივი ავტორიტეტი
  • სამართლიანი და ობიექტური დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მოქმედების უნარი
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
რას ვთავაზობთ:
  • მუშაობას პრემიუმ კლასის უძრავი ქონების სააგენტოში — KEYWAY
  • პროფესიონალურ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
  • სტაბილურ სამუშაო პირობებს
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • ანაზღაურებას 1000ლ მოჭრილს + ბონუსი .
  • ყოველთვიურად 2000-2500ლ— გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი 68

თუ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია გუნდის მართვა, პასუხისმგებლობის აღება და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ჩვენს ელექტრონულ მისამართზე keywayrealty@mail.ru

KEYWAY — პროფესიონალიზმი, ხარისხი და შედეგი.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები