დღეს - 21 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სატვირთო ექსპედიცია - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1700 - 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, საშუალო განათლება, დოქტორი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, არასრული საშუალო განათლება
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია ,C კატეგორია
სადისტრიბუციო კომპანია თაბუკა რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის, ჩაის და სნექების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის/მომმარაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ, მიმდინარე წლის აგვისტოს თვის შვებულებით. კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქცია არის მსუბუქი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობის თანამშრომელთან ერთად პროდუქციის გადამოწმება/მითვლა და ავტოტრანსპორტში ჩალაგება.
- ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშუტის მიხედვით.
- პროდუქციის ობიექტებზე მიტანა და ზედნადების საფუძველზე გადაცემა.
- ავტოტრანსპორტის მოვლა და ტექნიკური გამართულობის მიზნით დროულად რეაგირება სარემონტო პროფილაკტიკაში შეკეთებით.
- უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა და მოტანა.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა, სასურველია C კატეგორიის ქონაც.
- სატვირთო (მაცივარი მარშუტკის ტიპის) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება
- სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისგმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
- გამართული კომუნიკაციის უნარი
გთავაზობთ:
- ანაზღაურება 1700 – 2000 ლარი + ტრანსპორტირება + დაზღვევა
- ხელფასის ზრდის პერსპექტივას
- მეგობრულ გარემოს
- სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
- სამედიცინო დაზღვევას
- კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
(10:00 დან 18:00 საათამდე)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cvtabuka@gmail.com და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში „subject“ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მძღოლი-ექსპედიტორი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!
შპს "თაბუკა" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სატვირთო ექსპედიცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
