დღეს - 21 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურა, არქივი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვარეგისტრატურა, არქივი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კანცელარიის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: სათაო / ადმინისტრაციული განყოფილება
მოქმედების ვადა: 30/09/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: სათაო / ადმინისტრაციული განყოფილება
მოქმედების ვადა: 30/09/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
სათავო ოფისში შემოსული და გასული ოფიციალური კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის მიღების, რეგისტრაციის, განაწილების, გაგზავნისა და აღრიცხვის პროცესების ეფექტურად მართვა.
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული კორესპონდენციის მიღება და რეგისტრაცია;
- დოკუმენტების შესაბამის თანამშრომლებთან/სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება;
- გასული კორესპონდენციის მომზადება, რეგისტრაცია და გაგზავნის ორგანიზება;
- პრეტენზიის წერილებისა და პრობლემური კლიენტების წერილების (სესხის, ჯარიმის პატიების, თანამშრომელზე გამოთქმული პრეტენზიის) ატვირთვა სიარემის (CRM) პროგრამაში;
- პრობლემური გზავნილის მოძიება (მაგალითად: ფილიალში მოტანილი წერილის ადრესატამდე არ მისვლის შემთხვევაში, საკითხის გამოკვლევა და მოძიება, ან ფოსტის საშუალებით გაგზავილი გზავნილის ადრესატამდე არ მისვლის შემთხვევაში ფოსტის წარმომადგენელთან კონტაქტი და წერილის მოძიება);
- დოკუმენტაციის სწორად აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა;
- სხვადასხვა დეპარტამენტთან კომუნიკაცია დოკუმენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- კანცელარიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების კოორდინაცია;
- საჭიროების შემთხვევაში ძველი მასალის არქივიდან გამოთხოვა;
- კანცელარიის დანარჩენი მენეჯერების შვებულებაში ყოფნის შემთხვევაში, მათი ფუნქციების სრულად შეთავსება;
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება;
- მსგავსს პოზიციაზე მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სიზუსტე და დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პრობლემების მოგვარების უნარი;
- გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BZyVj
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა,
არქივი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

