დღეს - 21 ოქტ
გაყიდვების დეპარტამენტის ასისტენტი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციას, VIP გაყიდვების დეპარტამენტში, თბილისში;

მე ზვიად საყვარელიძე, ვაცხადებ ვაკანსიას დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე. კანდიდატი სწავლების პერიოდს გაივლის VIP გაყიდვების დეპარტამენტში, შეისწავლის 1ც პროგრამას და როგორც გორგიას შიდა პროცესებს, ისე დეპარტამენტის შიდა პროცესებს, ინსტრუქციებს და სტანდარტებს. ამით, იგი მიიღებს ხელმძღვანლის გამოცდილებას და შეძლებს განავითაროს ისეთი შესაძლებლობები, რომ დამოუკიდებლად მართოს არა თუ გაყიდვების, არამედ ნებისმიერი დანიშნულების გუნდი.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებას;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დეპარტამენტის შიდა ინსტრუქციების და სტანდარტების დაცვის ხარისხის კონტროლი, რის ხარჯზეც, იყიდება უფრო მეტი ნაკლებ დროში და გაიცემა დიდი ბონუსები;
  • მოკლე დროში გამოავლინოს ხარვეზი და მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელს, მისეული პრობლემის მოგვარების ხედვის გათვალისწინებით;
  • პერიოდული რეპორტინგის წარმოებას;
  • სტანდარტული დოკუმენტაციების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • აუცილებელია არითმეტიკული უნარები;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელური;
  • დარწმუნებისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • არითმეტიკული უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებული;


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!

გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები