დღეს - 20 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – ღამის ცვლა
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - განათლების დონე(ები): ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან
Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს ღამის ცვლის კონსულტანტის პოზიციაზე.
გთავაზობთ ჩვენ:
- ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, მზარდი ფიქსირებული ხელფასი.
- ბონუსები: ყოველთვიური ბონუსების სისტემა.
- სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24 საათი ( 4 საათი შესვენების დრო )
- სტაჟირება: 1 კვირა (სრულად ანაზღაურებადი).
- ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი.
- ფასდაკლების ბარათი
- კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით.
- აღიარება: თვიური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართავა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
- ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (ვოლტი)
- ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით და სწრაფი და ეფექტური გაყიდვების წარმართვა
- გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება
- კომპანიის მიერ ორგანიზებულ, პროდუქციის შესახებ ტესტირებებზე და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება
მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HORECA სფეროში
- სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
- გამართული მეტყველება
ფილიალების ადგილმდებარეობა:
ბათუმი , ვაჟა-ფშაველას ქ. 14
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge .
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ ( შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები
