დღეს - 20 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
მიკროსაფინანსო კომპანია „მისო ევროკრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს „მისო ევრო კრედიტი“ (eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 22 ქალაქში, 29 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს.
ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.
სამუშაოს აღწერა:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 – 18:00 სთ;
ძირითადი მოვალეობები:
- ვადაგადაცილებული აქტივების დავების მართვა სამოქალაქო საპროცესო, არასასამართლო და სააღსრულებო წარმოების ფარგლებში;
- საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელები, შუამდგომლობები, საჩივრები, შესაგებლები) და მორიგების აქტების მომზადება, ანალიზი და სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- სასამართლო საპროცესო წარმომადგენლობა;
- წარმომადგენლობა მესამე პირებთან და სახელმწიფო სტრუქტურებში მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
- თანამშრომელთათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
- კორესპონდენციის მართვა, მისი მომზადების მიზნით საკითხის მოკვლევა და ანალიზი;
- სხვა დავალებების შესრულება, განყოფილების ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება იურიდიული, მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის, ან სტაჟირების გამოცდილება;
- ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო ან/და საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება უპირატესად;
- საბანკო / საფინანსო სფეროში გამოცდილების მქონეებს მიენიჭება უპირატესობა.
დამატებითი უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- მოტივირებული;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის გისურვებთ წარმატებებს!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
