21 სექ - 20 ოქტ
ყავის აპარატების ტექნიკოსი
თბილისი, ლისის ტბა, ცაცხვების ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1800

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    შეკეთება / მონტაჟი ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული,ინგლისური
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
Coffee LAB — ყავის ლაბორატორია არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საქართველოში Specialty ყავის წარმოება 2016 წელს დაიწყო. კომპანიას ყოველწლიურად 40 ტონაზე მეტ მწვანე ყავის მარცვალი შემოაქვს, ადგილზე ხალავს და პროდუქციას როგორც საცალო, ისე B2B მიმართულებით სთავაზობს მომხმარებლებს.

დღეს კომპანიაში 150-ზე მეტი თანამშრომელია.

Coffee LAB აერთიანებს 6 განსხვავებული კონცეფციის ფილიალს და 300-ზე მეტ B2B პარტნიორს, რომლებსაც ყავის მარცვალთან ერთად პროფესიონალურ ტექნიკას, ტრენინგსა და ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.

Coffee LAB ეძებს გუნდის ახალ წევრს პოზიციაზე: ყავის აპარატების ტექნიკოსი.

ძირითადი მოვალეობები:
  • B2B და საცალო მიმართულებით ყავის მოწყობილობების მონტაჟი, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება;
  • პროფესიული ტექნოლოგიური აღჭურვილობის მოვლა;
  • ყავის მოწყობილობების ხარვეზების დიაგნოსტირება და მათი აღმოფხვრის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, გამოცდილების არქონის შემთხვევაში ადგილზე შეგასწავლით;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
  • დაზღვევას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
  • სამუშაო დღეები: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე
  • ანაზღაურება: 1800 ლარი
  • სამუშაო ადგილი: ლისი, ცაცხვების ქუჩა N8

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
შეკეთება / მონტაჟი
ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები