დღეს - 21 ოქტ
ვიპ
პირადი/კორპორატიული მძღოლი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 33 00 33

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი მსუბუქი ავტომობილის მართვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციის მძღოლი
  • ინდუსტრია / სფერო: იურიდიული იურიდიული მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2000
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი მსუბუქი ავტომობილის მართვა
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციის მძღოლი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    იურიდიული იურიდიული მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
იურიდიული კომპანია „ქეი ქეი ენდ პარტნერსი“ (KK & Partners) აცხადებს ვაკანსიას პირადი/კორპორატიული მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
  • კომპანიის ხელმძღვანელის, თანამშრომლებისა და ხელმძღვანელის ოჯახის წევრების (განსაზღვრულ დროს) უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტირება;
  • დამსაქმებელთან მუდმივი და ოპერატიული კომუნიკაცია დავალებების მისაღებად და შესასრულებლად;
  • სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ და სუფთა/მოწესრიგებულ მდგომარეობაში მუდმივი შენარჩუნება;
  • ავტომობილის დაზიანების ან შეკეთების საჭიროების შემთხვევაში დამსაქმებლის დაუყოვნებლივი ინფორმირება; სარემონტო სამუშაოების დროული და ხარისხიანი ჩატარების ორგანიზება;
  • ავტომობილის გეგმური ტექნიკური დათვალიერებისათვის (ინსპექტირებისთვის) მომზადება და დადგენილ ვადებში გავლა;
  • საგზაო მოძრაობის წესებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით, მკაცრი დაცვა;
  • გადაადგილების მარშრუტების დაგეგმვა, კონტროლი და ცვლილებებზე (საცობები, ალტერნატიული გზები) სწრაფი რეაგირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მითითებების შესრულება; ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილების დამსაქმებელთან წინასწარ შეთანხმება.

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: ორშაბათი – შაბათი;
  • ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:00 – 21:00
  • სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი 10:00 – 19:00
  • კვირა - დასვენება

ანაზღაურება: 2 000 ლარი (ხელზე ასაღები / Net).
კვებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი

შვებულება: აგვისტოს თვეში 14 კალენდარული დღე;
დასვენების დღეები: 31 დეკემბერი; 1 და 2 იანვარი;
აღდგომა და აღდგომის შემდეგი ორშაბათი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • მძღოლად მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება პირად ან კორპორაციულ მძღოლად მუშაობის გამოცდილება);
  • საგზაო მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა და უსაფრთხო ტარების უნარი;
  • პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Info@kkpartners.ge
(სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — „მძღოლი“)
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 577 33 00 33

ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციის მძღოლი
ნახვები
უნიკალური ნახვები