დღეს - 17 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
მექანიკური ან სამრეწველო ინჟინერია - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
მექანიკური ან სამრეწველო ინჟინერია - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
კომპანია Qspeed Robotics ახორციელებს ინდუსტრიულ პროექტებს და ქმნის თანამედროვე ავტომატიზაციის სისტემებს. ჩვენ ვახორციელებთ კომპონენტების იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან, ვაწყობთ მანქანა-დანადგარებს და ვახორციელებთ მათ ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე, ადგილობრივ კლიენტებს ვუწევთ ლითონის ლაზერული ჭრის მომსახურებას.
ამჟამად, კომპანიაში ვნერგავთ SAP B1 (ERP) სისტემას ყველა ჩვენი ბუღალტრული და ფინანსური ტრანზაქციის სამართავად. აღნიშნული ვაკანტური პოზიციის ფარგლებში, კომპანია უზრუნველყოფს შერჩეული კანდიდატის დატრენინგებას SAP B1-ის მიმართულებით.
კომპანია ეძებს გამოცდილ ბუღალტერს, რომელიც თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას და აქვს პორტალ rs.ge-სთან მუშაობის გამოცდილება.
ბუღალტერი დაექვემდებარება საფინანსო მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
- ბუღალტრული ტრანზაქციები: ბუღალტრული ტრანზაქციების წარმოება და მათი გატარება SAP-ში, მათ შორის მთავარი ბუღალტრული წიგნის (GL), გადასახდელი ანგარიშების (AP), მისაღები ანგარიშების (AR) და ძირითადი საშუალებების წარმოება-გატარება;
- პროგრამის დანერგვის და გადაბარების პერიოდი: ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება SAP B1-ში და პარალელური მუშაობა ამჟამინდელ ბუღალტერთან ორივე მონაცემთა ბაზის ყოველთვიური შედარებისთვის, SAP B1-ის ოფიციალურ გაშვებამდე;
- გადახდების დამუშავება: ადგილობრივი და საერთაშორისო გადახდის დავალებების მომზადება და შესრულება ელექტრონული საბანკო სისტემების მეშვეობით;
- მარაგები და შესყიდვები: მარაგების, შესყიდვების და მასალის ხარჯვის ტრანზაქციების გატარება SAP-ში;
- ხარჯების აღრიცხვა: ყველა ტრანზაქციის სწორ ბიზნეს-მიმართულებასთან და ხარჯების ცენტრთან მიბმა; ლაზერული ჭრის მომსახურების ინვოისების და ზედნადებების წარმოება;
- თვის დახურვა: SAP-ში თვის დახურვასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და შედარებების მომზადება; წლის დახურვის პროცესის მხარდაჭერა საფინანსო მენეჯერის ხელმძღვანელობით;
- ყოველთვიური დეკლარაციები: ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო გადასახადი, საპენსიო და მოგების გადასახადი) მომზადება და წარდგენა rs.ge პორტალის მეშვეობით;
- ზედნადებებისა და ინვოისების მართვა: ელექტრონული საგადასახადო ინვოისებისა და ზედნადებების გამოწერა და მათი სინქრონიზაცია SAP-სა და შემოსავლების სამსახურს შორის;
- ფინანსური ანგარიშგება: საფინანსო მენეჯერის მიერ მოთხოვნილი ყოველთვიური ანგარიშებისა და ცხრილების მომზადება;
- შესაბამისობა და აუდიტი: ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება SAP-ის მიხედვით, გარე აუდიტორებისა და შემოსავლების სამსახურისთვის;
- მრავალვალუტიანი ოპერაციები: მრავალვალუტიანი ტრანზაქციების მართვა (ლარი, ევრო, აშშ დოლარი და სხვა) და გაცვლითი კურსის სხვაობით მიღებული მოგება-ზარალის SAP-ში სწორად აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- საგადასახადო შედარება: კომპანიის შიდა SAP ნაშთებისა და rs.ge-ზე არსებული ერთიანი საგადასახადო ბარათის ყოველთვიური შედარება, შეუსაბამობების სრულად გამორიცხვის მიზნით;
- საკანონმდებლო მონიტორინგი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი, rs.ge-ზე წარდგენილ ინფორმაციასა და მოქმედ კანონმდებლობას შორის აბსოლიტური თანხვედრისთვის.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან მომიჯნავე სფეროში;
- ენების ცოდნა: ქართული - მშობლიური, ინგლისური - სრულყოფილად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომპანიაში ძირითადი სამუშაო ენაა ინგლისური.
- გამოცდილება: 3–5 წლიანი პრაქტიკული ბუღალტრული გამოცდილება; სასურველია საწარმოო, საინჟინრო პროექტზე მომუშავე კომპანიებში;
- rs.ge: საფუძვლიანი პრაქტიკული გამოცდილება დეკლარაციების, ელექტრონული საგადასახადო ინვოისებისა და ზედნადებების მართვაში;
- ტექნიკური კომპეტენცია: მინიმუმ ერთი ERP ან ბუღალტრული სისტემის გამოცდილება; SAP Business One-თან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება ჩაითვლებბა მნიშვნელოვან უპირატესობად.
- Excel-ის ცოდნა (Pivot Tables, VLOOKUP-ები და შედარებები);
- დეტალებზე ორიენტირებულობა: „არწივის თვალი“ შეუსაბამობების აღმოსაჩენად და ზრუნვა მონაცემების სისუფთავეზე;
- ანალიტიკური აზროვნება: არასტანდარტული ნაშთებისა და სხვაობების აღმოჩენის, ახსნისა და გამოსწორების უნარი.
რას გთავაზობთ:
- ხელფასი: 2,500–3,500 ლარი NET, გამოცდილების მიხედვით;
- პერმანენტული დასაქმების შესაძლებლობა;
- სტრუქტურირებული SAP Business One ტრენინგი;
- შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ კომპანიის შიდა საფინანსო ფუნქციის ჩამოყალიბებაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე და დანიშნულების ველში ჩაწეროთ “ბუღალტერი”: magda.patsiashvili@mepeq.com
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
