დღეს - 16 ოქტ

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება კულინარია
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1200 - 1500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება კულინარია
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, სხვა
  • ენები: ქართული
კაფე-რესტორანი "FoodGood" ჯანსაღი კვების მიმართულების კონცეფციაა, რომელიც უკვე რამდენიმე ფილიალს აერთიანებს. კომპანია მუდმივად ვითარდება და ქმნის გარემოს, სადაც თანამშრომლებს აქვთ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.

ჩვენს მეგობრულ და შეკრულ გუნდში ვეძებთ მზარეულს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი კერძების ხარისხიან მომზადებაზე და სამზარეულოს პროცესების სტანდარტების დაცვაზე. გამოცდილება სასურველია, თუმცა მთავარი არის მონდომება, პასუხისმგებლობა და პროფესიული განვითარების სურვილი.

სამუშაო განაკვეთი: სრული

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
  • კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტურისა და კალკულაციის მიხედვით;
  • კერძების ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • სამზარეულოში სამუშაო პროცესის ორგანიზებულად წარმართვა.

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
  • განვითარების შესაძლებლობა;
  • პერსონალის კვება;
  • 30% ფასდაკლება ჩვენს სრულ მენიუზე;

განრიგი და ანაზღაურება
სამუშაო ცვლები:
08:00 – 16:00
09:00 – 17:00
12:00 – 20:00
14:30 – 22:30
გრაფიკი: 5/2 (5 სამუშაო დღე, 2 დასვენება)
სამუშაო საათები: დღეში 8 საათი
ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი გადასახადების გარეშე (გამოცდილების მიხედვით)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები