17 სექ - 16 ოქტ

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება ყავის ხარშვისა და ბარისტას უნარები
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი
  • ენები: ქართული
კაფე-რესტორანი "FoodGood" ჯანსაღი კვების მიმართულების კონცეფციაა, რომელიც უკვე რამდენიმე ფილიალს აერთიანებს. კომპანია მუდმივად ვითარდება და ქმნის გარემოს, სადაც თანამშრომლებს აქვთ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა. ჩვენს მეგობრულ და შეკრულ გუნდში ვეძებთ ბარისტას, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ბარის კერძების და სასმელების ხარისხიან მომზადებაზე, სტუმრების სწრაფ და მეგობრულ მომსახურებასა და ბარის ზონის სტანდარტების დაცვაზე.
გამოცდილება სასურველია, თუმცა მთავარი არის მონდომება, პასუხისმგებლობა და პროფესიული განვითარების სურვილი.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები
  • ენერგიულობა და პოზიტიური განწყობა;
  • კომუნიკაბელურობა და სტუმარზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები
  • მომხმარებლების თავაზიანი მომსახურება;
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ბარში მუშაობა: სმუზების, სასმელებისა და საუზმის მენიუს მომზადება;
  • დადგენილი სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ჩვენთან დაგხვდებათ
  • მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
  • პერსონალის უფასო კვებას;
  • 30% ფასდაკლება ჩვენს სრულ მენიუზე;

განრიგი და ანაზღაურება
  • სამუშაო ცვლები: ცვლების მიხედვით
  • გრაფიკი: 5/2 (5 სამუშაო დღე, 2 დასვენება)
  • სამუშაო საათები: დღეში 8 საათი
  • ანაზღაურება: 800-1000 ლარი გადასახადების გარეშე (გამოცდილების მიხედვით)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ყავის ხარშვისა და ბარისტას უნარები
ნახვები
უნიკალური ნახვები