დღეს - 15 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
ხაზის ოპერირება, შეფუთვა/დაფასოება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 - 2300
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,უფასო კვება,ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):წარმოება/ოპერაციები
ხაზის ოპერირება, შეფუთვა/დაფასოება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
- ენები: ქართული
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას დაფასოების ოპერატორის პოზიციაზე.
პოზიციაზე განვიხილავთ როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ კანდიდატებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო სრულდება საწარმოო გარემოში და მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას - ფეხზე დგომას, პროდუქციისა და ტომრების გადაადგილებას, ასევე აქტიურ ჩართულობას დაფასოებისა და წარმოების პროცესში.
სამუშაო ადგილი: ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი: ცვლადი, დინამიური გრაფიკი
ანაზღაურება: საშუალოდ 2 000–2 300 ₾ - ანაზღაურება დამოკიდებულია და იზრდება დაფასოებული პროდუქციის მოცულობის შესაბამისად.
ბენეფიტები:
- ტრანსპორტირება მეტრო ისნიდან და რუსთავიდან;
- კვება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი მოვალეობები:
- მზა პროდუქციის დაფასოება და შესაბამის ტომრებში განთავსება;
- დაფასოების პროცესში პროდუქციისა და ტომრების ხარისხის კონტროლი;
- პროდუქციის წონისა და შეფუთვის სისწორის კონტროლი;
- დაფასოების ხაზის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა;
- პროდუქციისა და ტომრების ფიზიკური გადაადგილება;
- დაფასოების პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების კონტროლი;
- ეტიკეტირებული ტომრების მიღება და აღრიცხვა;
- წარმოების შესაბამისი ბლანკებისა და ჩანაწერების შევსება;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- ფიზიკური დატვირთვით სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
- პასუხისმგებლობისა და ყურადღების მაღალი დონე;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.
ვაკანსიის დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/bBMcq
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
წარმოება/ოპერაციები
ხაზის ოპერირება,
შეფუთვა/დაფასოება
ნახვები
უნიკალური ნახვები
