შემდეგი
დღეს - 16 ოქტ
სკოლის ექიმი
თბილისი, ორთაჭალა, გორგასლის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: tbilisi65@email.gov.ge
ტელეფონი: +995577950503
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
პედიატრია - ინდუსტრია / სფერო: განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 960
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
პედიატრია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
სამედიცინო პრაქტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): მაგისტრი
- ენები: ქართული
სკოლა აცხადებს ვაკანსიას სკოლის ექიმის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა;
- იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;
- სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
- ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრავმის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილისა და სხვათა დროს;
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში);
- მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში;
- ქრონიკული დაავადებების (მაგალითად: სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
- სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;
- ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას;
- გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
- სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;
- სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვ. შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად);
- ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება;
- სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა;
- მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მისამართზე: tbilisi65@email.gov.ge ან დაგვირეკეთ ნომერეზე: +995 577 95 05 03
სამედიცინო
პედიატრია
ნახვები
უნიკალური ნახვები