შემდეგი
დღეს - 14 ოქტ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: დროებითი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილების გარეშე - კანდიდატს არ უნდა ქონდეს გამოცდილება
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი
- ენები: ქართული,ინგლისური
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (დროებითი დასაქმება), თბილისში.
მე, ნიტა მოდებაძე, ვმუშაობ გორგიაში ელექტრონული კომერციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე 2022 წლიდან, ვაცხადებ ვაკანსიას ელ. კომერციის დეპარტამენტში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს ვთავაზობთ გუნდურ მუშაობას მეგობრულ კოლექტივში, სადაც გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლით:
ელექტრონული კომერციის ბიზნესმოდელს, გაყიდვების სპეციფიკას, 1C პროგრამას, შეკვეთების დამუშავებას, მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციას, ადმინისტრაციულ პანელებში მუშაობას, საბანკო მენეჯმენტ პანელებში მუშაობას, ონლაინ გაყიდვების სრულ სასიცოცხლო ციკლს. დავეხმარებით განავითაროს სტრატეგიული კომუნიკაციების უნარი ონლაინ გაყიდვებში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათიანი სამუშაო კვირა, 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე
საქმიანობის ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზ. #140
საქმიანობის ვადა: 6 თვე (დროებითი დასაქმება)
ჩვენ გთავაზობთ:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული უნარ-ჩვევები:

- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ონლაინ არხებით (ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია, კონტაქტ ცენტრის ლიდების. Q-commerce) შემოსული შეკვეთების დამუშავება და მართვა;
- მომხმარებლებისთვის პროდუქციისა და მომსახურების შესახებ კონსულტაციის გაწევა, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება/ალტერნატივების შერჩევა, სერვისებთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის მიწოდება (მიწოდების, გადაადგილების ვადები, უფასო სერვისების გააქტიურების ტარიფები.)
- პროდუქციის გადაადგილებების შექმნა, შეკვეთების სტატუსების მონიტორინგი, პროგრამული ნაშთების გადამოწმება, მიწოდების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და customer care გუნდთან კოოპერაცია;
- გაყიდვების შედეგების მონიტორინგი, სეზონური პროდუქტების იდენტიფიცირება და მისი გაყიდვების სტიმულირება;
- პროდუქტის ფასების, აქციებისა და შეთავაზებების მართვის პროცესის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება, ადგილზე შეგასწავლით ელექტრონული კომერციის საქმიანობის ძირითად სპეციფიკას;
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
- ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი; ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
- MS Office 360 პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
გისურვებთ წარმატებებს!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები