15 სექ - 15 ოქტ
აუდიტორი
ბათუმი, ხიმშიაშვილის უბანი
თბილისი, ვაკე
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები აუდიტი
  • ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები ბუღალტერია ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
  • დასაქმების ფორმა: პროექტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები აუდიტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    კორპორატიული სერვისები ბუღალტერია
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
ეპსილონი, პარტნიორი აუდიტორული კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
პოზიცია: აუდიტორი
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი გრაფიკი
მდებარეობა: დისტანციურად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
  • აუდიტის დაგეგმვა, რისკების შეფასება და მეთოდოლოგიური ზედამხედველობა;
  • საერთაშორისო აუდიტის სტანდარტებთან (ISA) შესაბამისობისა და აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • გუნდის ხელმძღვანელობა, მენტორობა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და ძირითადი პროექტების კოორდინაცია;
  • აუდიტორული დასკვნებისა და ანგარიშების ხარისხის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • SARAS-ზე რეგისტრირებული აუდიტორის სტატუსი, სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებით;
  • ფინანსური აუდიტის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
სასურველია:
  • ACCA სერტიფიკატი;
  • საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის და შიდა პროცესების განვითარების გამოცდილება.
რას გთავაზობთ:
  • დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: epsilon.georgia@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "აუდიტორი“.
ბუღალტერია / ფინანსები
აუდიტი
ნახვები
უნიკალური ნახვები