შემდეგი
14 სექ - 29 სექ
ავტო და იპოთეკური სესხების ადმინისტრატორი / დეკრეტული შვებულების შემცვლელი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- საგანმანათლებლო პროგრამები: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე
- ენები: ქართული,ინგლისური
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ავტო და იპოთეკური სესხების ადმინისტრატორი დეკრეტული შვებულების შემცვლელი
სამუშაო ადგილი: თბილისი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით,
საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ
დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის
და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული
გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
პოზიციის მიზანი
იპოთეკური და ავტო სესხების რეგისტრატორი პასუხისმგებელია სს „კრედო ბანკი“-ს მასშტაბით იპოთეკური და ავტო სესხების ხელშეკრულებების მომზადებასა და მართვაზე, პოზიციისთვის განსაზღვრული სხვა პროცესებისა და პროცედურების სტანდარტთან შესაბამისობაზე.
სპეციფიური პასუხისმგებლობები
- სესხის მომზადება გასაცემად და საჭირო დოკუმენტაციის გენერირება CSS -ში (გენერალური საკრედიტო ლიმიტი, გირავნობა/იპოთეკა, სესხის ხელშეკრულება);
- სესხთან ერთად გასაცემი სადაზღვევო პროდუქტების დოკუმენტაციის მომზადება;
- ამონაწერის შემოწმება და შეფასება, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა;
- ხელშეკრულებაში ცვლილებების ინიცირება და დამტკიცების შედეგად ამ ცვლილებების ადმინისტრირება;
- დამტკიცებული სესხის პირობების შესაბამისად ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა/ადმინისტრირება, მინდობილი პირის დამატება;
- მომზადებული დოკუმენტაციის გადაგზავნა ფილიალში;
- ფილიალის თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით;
- საჯარო რეესტრში იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე;
- საჯარო რეესტრის ჩანაწერების ვიზირება და ტექნიკური ხარვეზების ჩასწორება;
- ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე;
- ავტომობილის გირავნობასთან დაკავშირებული პროგრამული ცვლილებების განხორციელება;
- შსს მომსახურების სააგენტოში : განაცხადის რეგისტრაცია, პირველადი ცნობის ვიზირება, გირავნობის რეგისტრაცია, მეორე ცნობის დათვალიერება;
- მომზადებული ხელშეკრულებების ფაილინგის მართვა;
- გირაოს მოხსნის ოპერაცია;
- უძრავი ქონების უზრუნველყოფის დამატება/დადასტურება/შეფასებასთან შესაბამისობა.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
განათლება:
- უმაღლესი განათლება (სასურველია - ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
სამუშაო გამოცდილება:
- კრედო ბანკში კლიენტთა მრჩეველის ან რითეილ მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საბანკო პროგრამა CSS-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- შსს მომსახურების სააგენტოს და საჯარო რეესტრის სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
ცოდნა და უნარები:
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel);
- ეფექტური, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე, სერვისცენტრის მდებარეობიდან გამომდინარე;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
- გუნდთან ერთად მუშაობის უნარები;
განცხადების მიღების ვადა: 28 სექტემბერი , 2026 წელი.
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები