14 სექ - 05 ოქტ
ავტო პრობლემური სესხის ოფიცერი
ქუთაისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეფასება/ექსპერტიზა ავტომობილის შეფასება საბანკო სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    შეფასება/ექსპერტიზა ავტომობილის შეფასება
    საბანკო სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ავტო პრობლემური სესხის ოფიცერი (PD) - ქუთაისში,

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამოქმედო ტერიტორია: სამეგრელო ზემო-სვანეთი -იმერეთი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით,
საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ
დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის
და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული
გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
  • გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:
  • დავალიანების დაფარვის მიზნით ვადაგაცილებაში მყოფ მსესხებლებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მსესხებლის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტი.
  • ვადაგაცილებაში მყოფ მსესხებლისთვის შესაბამისი გაფრთხილების წერილის გაგზავნა.
  • საქმის მომზადება შინაგან საქმეთა სამინისტროდან გირავნობის მოწმობის აღების მიზნით და გირავნობის მოწმობის აღება;
  • სააღსრულებო ბიუროსთან წარმომადგენლობა;
  • ძებნაზე მყოფი დაგირავებული ავტომანქანის ადგილსამყოფელის დადგენა და მისი ძებნა/დაკავების ორგანიზება;
  • დაკავებული ავტომანქანის ტრანსპორტირების ორგანიზება კონტრაქტორ საჯარიმო სადგომზე და შეფასებისათვის საჭირო ფოტოსურათების გადაღება.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);
  • სასურველია პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • მართვის მოწმობა;
  • სასურველია ავტომობილის ყოლა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;


შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
განცხადების მიღების ვადა: 5 ოქტომბერი, 2026 წელი.
#გახდიკრედოელი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
შეფასება/ექსპერტიზა
ავტომობილის შეფასება
საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები