შემდეგი
11 სექ - 30 სექ
საბეჭდურის შემდგომი დამუშავების ოსტატი / ოპერატორი
თბილისი, საბურთალო, პოლიტკოვსკაიას ქ. (ჯიქიას ქ.)
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@vizitka.ge
მისამართი: პოლიტიკოვსკაიას 15
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
დანადგარის ოპერირება, აკინძვა, ბეჭდვა/დაკაბადონება, დაზგის ოპერირება - ინდუსტრია / სფერო: მედია და კომუნიკაციები
ბეჭდვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – დღის ცვლა
- დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 - 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
- ენები: ქართული
საბეჭდურის შემდგომი დამუშავების ოსტატი / ოპერატორი
პოლიგრაფიულ-სარეკლამო კომპანია "ვიზიტკა.ჯი" (Visitka.ge)" აცხადებს ვაკანსიას "საბეჭდურის შემდგომი დამუშავების ოსტატის" პოზიციაზე.
თუ ხართ დეტალებზე ორიენტირებული, მოწესრიგებული, გაქვთ საწარმოში მუშაობის გამოცდილება (ან დიდი სურვილი შეისწავლოთ ეს სფერო) და გსურთ გახდეთ ჩვენი დინამიკური გუნდის წევრი, გელით!
ძირითადი მოვალეობები:
- ნაბეჭდი პროდუქციის ბეჭდვის შემდგომი სრული დამუშავება;
- პოლიგრაფიული პროცესების განხორციელება:
- ლამინაცია (ცხელი/ცივი);
- გაზოლვა/დაკეცვა);
- აკინძვა (ზამბარით, სტეპლერით, წებოთი და ა.შ.);
- პროდუქციის საბოლოო შეფუთვა და ხარისხის კონტროლი;
- შესაბამის პოსტპრეს დანადგარებთან და აპარატურასთან მუშაობა;
- სამუშაო ადგილისა და დანადგარების წესრიგში ყოლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სტამბაში / პოლიგრაფიაში/საწარმოში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება დიდ უპირატესობად);
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება;
- დროის ეფექტურად მართვისა და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ენერგიულობა და საქმისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება.
რას ვთავაზობთ:
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტუნარიან და მზარდ ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით);
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00 - 18:00
- ადგილმდებარეობა: პოლიტიკოვსკაიას 15
- ანაზღაურება: 1000-1500 ლარი
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@visitka.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება
წარმოება/ოპერაციები
დანადგარის ოპერირება,
აკინძვა,
ბეჭდვა/დაკაბადონება,
დაზგის ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები