შემდეგი
დღეს - 10 ოქტ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
სადაზღვევო რისკები, სადაზღვევო მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):დაზღვევა
სადაზღვევო რისკები, სადაზღვევო მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: A კატეგორია ,A1 კატეგორია
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს შიდა ვაკანსიას ქონებრივი რისკების და ზარალების საველე მენეჯერის პოზიციაზე NLI რისკების და ზარალების მართვის სამსახურში.
პოზიციის მიზანია კომპანიაში დამტკიცებული გაიდლაინებისა და სტანდარტების გათვალისწინებით ქონებრივი ზარალების სამართლიანი შეფასების უზრუნველყოფა, მომსახურების სტანდარტის სრული დაცვით კლიენტების მომსახურება შემთხვევის ადგილზე და მათი ლოიალურობის უზრუნველყოფა.
პასუხისმგებლობები:
- ქონებრივი ზარალების შემთხვევის ადგილზე გასვლა;
- შემთხვევის ადგილზე კლიენტის დახმარება და ინფორმაციის შეგროვება;
- დაზიანებების აღწერა (მოცულობები და რაოდენობები) და წინასწარ განსაზღვრული შემთხვევის ამსახველი აქტის შედგენა;
- საჭიროების შემთხვევაში მესამე პირებთან გასაუბრება და ინფორმაციის შეგროვება;
- შემთხვევის ადგილზე შეგროვებული ინფორმაციის დროული და ჯეროვანი გადაცემა შესაბამისი მენეჯერისთვის;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება დაკავებული თანამდებობის მიზნების შესაბამისად.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით);
- A, A1 ან A2 კატეგორიის მართვის მოწმობა (მინიმუმ ერთ-ერთი);
- სასურველია ზარალების რეგულირების, სამშენებლო ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/TGCRxArc
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
დაზღვევა
სადაზღვევო რისკები,
სადაზღვევო მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები