10 სექ - 01 ოქტ
ოფის მენეჯერი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, ნატახტარი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 511 19 45 33
მისამართი: ნატახტარი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, ოფისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა წარმოება პლასტმასები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1700 - 2000
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
კომპანია ბიოტოპი - აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

ბიოტოპის საწარმო ბაზარზე 2022 წლიდან პოზიციონირებს.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ოფისის ყოველდღიური საქმიანობის გამართულად წარმართვას და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურად კოორდინაციას.

ძირითადი მოვალეობები:
  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება;
  • შემომავალი ზარებისა და კორესპონდენციის მიღება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • დოკუმენტაციის მოწესრიგება, რეგისტრაცია და არქივირება;
  • ოფიციალური წერილების, ცნობებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადება;
  • შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო და სხვა მარაგების კონტროლი და შეკვეთა;
  • კურიერებთან, მომწოდებლებთან და მომსახურე კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • თანამშრომლებისთვის საჭირო ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაცია;
  • კომპანიის სტუმრების მიღება;
  • ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია;
  • ოფის მენეჯერის, ადმინისტრატორის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების (Microsoft office) ცოდნა;
  • გამართული ქართული წერითი და ზეპირი მეტყველება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი
  • სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
  • დასვენება: შაბათი და კვირა
  • სამუშაო ადგილი: ნატახტარი
  • ანაზღაურება: 1700-2000 ლარი გადასახადების გარეშე..

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე office@biotop.ge აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები