დღეს - 24 სექ
სტანდარტი
უძრავი ქონების აგენტი
თბილისი, ისანი, ჰოლბრუკის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება კომერციული უძრავი ქონება, უძრავი ქონება, საცხოვრებელი უძრავი ქონება, უძრავი ქონების აგენტები და ბროკერები, სხვა უძრავი ქონება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება: (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
  • მართვის მოწმობა: B1 კატეგორია
უძრავი ქონების კომპანია "KEY GROUP" ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ უძრავი ქონების აგენტს.

თუ გსურს განვითარდე უძრავი ქონების სფეროში, გაიუმჯობესო გაყიდვებისა და მოლაპარაკებების უნარები და იმუშაო პროფესიულ გარემოში — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • თანამედროვე და კომფორტულ ოფისს;
  • სრულად აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
  • ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • საქმის ადგილზე, პრაქტიკული გზით შესწავლას;
  • პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომპანიის ავტომობილით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
  • სავარაუდო მოსალოდნელი ანაზღაურება სტაჟირების შემდგომ 3000 + (ხელფასი + ბონუსი).

ძირითადი მოთხოვნები:
  • ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელი;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა.

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაციისა და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გაყიდვებისადმი და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კლიენტებთან პროფესიული და თავაზიანი კომუნიკაცია;
  • აქტიური მოსმენისა და კლიენტის საჭიროებების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოტივაცია და სწრაფად სწავლის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00

საკონტაქტო ელფოსტა: keygroup2025@gmail.com
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები