შემდეგი
09 სექ - 09 ოქტ
ღამის ცვლის მორიგე ინჟინერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: tbsrv.hr@hilton.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება, ელექტრო მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – ღამის ცვლა
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი?
ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს საინჟინრო დეპარტამენტში, ღამის ცვლის მორიგე ინჟინერის პოზიციაზე.
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview - თანამედროვე და ელეგანტური სასტუმროა, სადაც შენ გეძლევა შესაძლებლობა გახდე სტუმართმასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარდების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
- მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას;
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ორმაგად ანაზღაურებად ღირსშესანიშნავ დღეებს;
- ორჯერად კვებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ღირსეულ სამუშაო პირობებს;
- სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს;
- უფასო ტრეინინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე;
- ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას.
რას ველით შენგან:
- ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას;
- სასტუმროში არსებული დანადგარების, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო სისტემების მუდმივ მონიტორინგსა და გეგმიური სერვისის ჩატარებას;
- სასტუმროს ნომრებსა და სხვა სივრცეებში არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრას;
- ელექტრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას;
- საჭიროების შემთხვევაში ყველა დოკუმენტაციის სათანადოდ შევსებას;
- პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ.
სამუშაო საათები: 12 საათიანი სმენები, 21:00 საათიდან 09:00 საათამდე (კვირაში 5 დღე).
ველოდებით თქვენს რეზიუმეს ელ ფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com
მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!
შეკეთება / მონტაჟი
HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება,
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები