09 სექ - 09 ოქტ
ღამის ცვლის მორიგე ინჟინერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება, ელექტრო მონტაჟი და შეკეთება
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სმენური გრაფიკი – ღამის ცვლა
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი?

ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს საინჟინრო დეპარტამენტში, ღამის ცვლის მორიგე ინჟინერის პოზიციაზე.
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview - თანამედროვე და ელეგანტური სასტუმროა, სადაც შენ გეძლევა შესაძლებლობა გახდე სტუმართმასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარდების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
  • მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას;
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ორმაგად ანაზღაურებად ღირსშესანიშნავ დღეებს;
  • ორჯერად კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ღირსეულ სამუშაო პირობებს;
  • სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს;
  • უფასო ტრეინინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე;
  • ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას.

რას ველით შენგან:
  • ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას;
  • სასტუმროში არსებული დანადგარების, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო სისტემების მუდმივ მონიტორინგსა და გეგმიური სერვისის ჩატარებას;
  • სასტუმროს ნომრებსა და სხვა სივრცეებში არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრას;
  • ელექტრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას;
  • საჭიროების შემთხვევაში ყველა დოკუმენტაციის სათანადოდ შევსებას;
  • პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ.

სამუშაო საათები: 12 საათიანი სმენები, 21:00 საათიდან 09:00 საათამდე (კვირაში 5 დღე).

ველოდებით თქვენს რეზიუმეს ელ ფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com

მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!

შეკეთება / მონტაჟი
HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება,
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები