დღეს - 07 ოქტ
სტანდარტი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები ბუღალტერია ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3000 - 3500
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    კორპორატიული სერვისები ბუღალტერია
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური,რუსული
შპს „რესტოაუდიტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესს — ძირითადად სარესტორნო და სასტუმრო სექტორიდან — უწევს ბუღალტრულ მომსახურებას, ფინანსურ ანალიტიკასა და ქოსთ კონტროლს, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენთვის ბუღალტერია არ მთავრდება დეკლარაციის ჩაბარებით. კლიენტი ჩვენგან ელოდება ციფრს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნობა — და ადამიანს, რომელიც ამ ციფრს აუხსნის.

დეპარტამენტი: ფინანსების დეპარტამენტი
მდებარეობა: თბილისი, ოფისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 3000-3500 ლარი — გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად, შემდგომი ზრდის პერსპექტივით

რას მოიცავს ეს ვაკანსია
ეს არ არის პოზიცია, სადაც ვინმე გეტყვით, რომელი გატარება გააკეთოთ. თქვენ იღებთ კლიენტთა პორტფელს და პასუხს აგებთ საბოლოო შედეგზე — აღრიცხვის სისწორეზე, ვადების დაცვასა და იმაზე, თუ რამდენად ენდობა კლიენტი მიღებულ ინფორმაციას.

პარალელურად თქვენს დაქვემდებარებაშია დამხმარე ბუღალტერი, რომლის სამუშაოსაც ანაწილებთ, ამოწმებთ და ავითარებთ.

პოზიცია მოიცავს:
  • კლიენტთა პორტფელის სრულ ბუღალტრულ მართვას — პირველადი დოკუმენტიდან ფინანსურ ანგარიშგებამდე
  • საგადასახადო ვალდებულებების მართვას და რისკების პრევენციას
  • თვის დახურვის პროცესის ორგანიზებას
  • დამხმარე ბუღალტრის კოორდინაციასა და ხარისხის კონტროლს
  • კლიენტთან პირდაპირ პროფესიულ კომუნიკაციას

ძირითადი პასუხისმგებლობები
პორტფელის მართვა
  • კლიენტთა ბუღალტრული აღრიცხვის სრულყოფილი და დროული წარმოება
  • ბრუნვითი უწყისების ანალიზი, ნაშთების შეჯერება და გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრა
  • თვის დახურვის ორგანიზება და შეთანხმებული ვადების დაცვა

საგადასახადო მიმართულება
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
  • საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება, კლიენტისთვის მარტივ ენაზე ახსნა და კონკრეტული რეკომენდაციის მიცემა
  • საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია შემოსავლების სამსახურთან

გუნდი და კომუნიკაცია
  • დამხმარე ბუღალტრის კოორდინაცია — დავალებების დელეგირება, შესრულების ხარისხის კონტროლი და სწავლება
  • კლიენტთან პირდაპირი კომუნიკაცია: ციფრების განმარტება და პროცესის დარეგულირება
  • შიდა გუნდთან — ქოსთ კონტროლისა და ანალიტიკის მიმართულებებთან — კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სავალდებულო
  • მინიმუმ 2–3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრულ აღრიცხვაში, მათ შორის კომპანიის დამოუკიდებლად წარმოების გამოცდილება
  • საგადასახადო კანონმდებლობის პრაქტიკული ცოდნა — დღგ, საშემოსავლო, მოგების გადასახადი, უკუდაბეგვრა
  • Balance პროგრამისა და Excel-ის კარგი ცოდნა
  • RS.ge-ს პორტალთან თავისუფლად მუშაობა
  • უნარი, ახსნათ ფინანსური ინფორმაცია არაბუღალტერს — მარტივად და კონკრეტულად
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტაცია და ვადების დაცვის დისციპლინა
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • რუსული ან/და ინგლისური — სამუშაო დონეზე

უპირატესობა
  • სარესტორნო, სასტუმრო ან საწარმოო სექტორში მუშაობის გამოცდილება
  • აუთსორსინგის გამოცდილება — რამდენიმე კლიენტის პარალელურად წარმოება
  • დამწყები ბუღალტრის კურირების ან სწავლების გამოცდილება
  • Syrve/iiko ან სხვა ERP სისტემასთან შეხება

ჩვენ გთავაზობთ
  • კლიენტთა პორტფელს, სადაც თქვენ ხართ მთავარი პასუხისმგებელი პირი — და არა ერთი დიდი პროცესის ერთი მონაკვეთი
  • დამხმარე ბუღალტერს თქვენს დაქვემდებარებაში და რეალურ მმართველობით გამოცდილებას
  • სექტორულ სპეციალიზაციას HoReCa მიმართულებით, სადაც ბუღალტერია ქოსთ კონტროლთან და ოპერაციულ ანალიტიკასთან ერთად მუშაობს
  • მკაფიო კარიერულ ბიჯს მთავარი ბუღალტრის / მიმართულების ხელმძღვანელის მიმართულებით
  • ორგანიზებულ გუნდსა და გამართულ შიდა პროცედურებს — და არა „ყველაფერი ერთდროულად" რეჟიმს

შერჩევის პროცესი
  • CV-ის განხილვა
  • გასაუბრება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან
  • მოკლე პრაქტიკული დავალება (რეალურ სამუშაო სიტუაციაზე დაფუძნებული)
  • შეთავაზება

თუ ეს პოზიცია შენთვისაა — გავიზიარე CV

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xV5vH05c
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები