დღეს - 07 ოქტ
სტანდარტი
წამყვანი ანიმატორი / ანიმატორების ხელმძღვანელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია ანიმაცია ტურიზმი/გართობა ღონისძიებების წაყვანა, ღონისძიების დაგეგმვა და მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ხელოვნება / მედია ანიმაცია
    ტურიზმი/გართობა ღონისძიებების წაყვანა, ღონისძიების დაგეგმვა და მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
კურორტი თბილისში „ჯინო აკვაპარკი“ და დაბადების დღის ცენტრი „ჯინო ჯუნიორი“ უკვე 12 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ დაუვიწყარ განწყობაზე ზრუნავს, აცხადებს ვაკანსიას წამყვანი ანიმატორის / ანიმატორების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ანიმაციური და დაბადების დღის პროგრამების შემუშავება
  • დღის განმავლობაში გასართობი აქტივობების ჩატარების უზრუნველყოფა
  • დაგეგმილი თემატური ღონისძიებებისა და შოუ-პროგრამების მაღალ დონეზე ჩატარება
  • მოცეკვავე ანიმატორების გუნდის დაკომპლექტებაში ჩართულობა და მათი ეფექტური მართვა
  • სტუმრების ინფორმირება აქტივობებთან დაკავშირებით, მათი დაინტერესება და ჩართულობის უზრუნველყოფა
  • სტუმრებისა და იუბილარების მაქსიმალურად პოზიტიურ განწყობაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქორეოგრაფიული ან თანამედროვე ცეკვების მიმართულებით გამოცდილება
  • ანიმაციის ან გასართობი პროგრამების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

შემოგვიერთდი, თუ ხარ:
  • სუპერკომუნიკაბელური და ენერგიული
  • ხალისიანი და პოზიტიური

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ, შედეგზე და ღონისძიების ჩატარებაზე მიბმულ ანაზღაურებას
  • დამატებით ბენეფიტებს (კვება, კომპანიის სერვისებით, მათ შორის აკვაპარკითა სარგებლობის შესაძლებლობა)

პერსონალურ მონაცემთა დაცვა:
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა, რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „წამყვანი ანიმატორი“

გისურვებთ წარმატებას!
ხელოვნება / მედია
ანიმაცია
ტურიზმი/გართობა
ღონისძიებების წაყვანა,
ღონისძიების დაგეგმვა და მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები