08 სექ - 07 ოქტ

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ციფრული მარკეტინგი, კონტენტ მარკეტინგი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ციფრული მარკეტინგი, კონტენტ მარკეტინგი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000 -ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიისთვის კრეატიული ფოტო და ვიდეო კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და წარმოება;
  • სოციალური მედიისთვის Reels, Stories, TikTok და სხვა ციფრული ფორმატების შექმნა;
  • კრეატიული იდეების, კონცეფციებისა და სცენარების შემუშავება;
  • ფოტო და ვიდეო გადაღებების ორგანიზება და განხორციელება;
  • გადაღებული მასალის პროფესიონალური დამუშავება და მონტაჟი;
  • სოციალური მედიის ტრენდებისა და აქტუალური ფორმატების მონიტორინგი და მათი კონტენტში ეფექტურად გამოყენება;
  • ბრენდის ვიზუალური იდენტობისა და კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა;
  • შექმნილი კონტენტის შედეგების შეფასება და მიღებული მონაცემების საფუძველზე ახალი კრეატიული მიდგომების განვითარება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია, მარკეტინგის მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება ციფრული კონტენტის შექმნის მიმართულებით. რითეილის სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კრეატიული იდეების გენერირება;
  • ძლიერი ვიზუალური ხედვა და Storytelling-ის საშუალებით იდეის ეფექტურად გადმოცემის უნარი;
  • სტრატეგიული აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ციფრული მარკეტინგი,
კონტენტ მარკეტინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები