დღეს - 04 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამკაულები და ძვირფასეულობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისებისამკაულები და ძვირფასეულობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
„wegroup“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: e-commerce სპეციალისტი (ონლაინ შეკვეთები და მომსახურება) · REDBERRY · თბილისი
ონლაინ მაღაზიის მომხმარებელთა მომსახურება და შეკვეთის სრული ციკლის წარმოება მიღებიდან ჩაბარებამდე.
პოზიცია სრული განაკვეთია, ორშაბათიდან პარასკევამდე, ოფისში.
ონლაინ გაყიდვების გამოცდილება უპირატესობაა, სავალდებულო არა: გადამწყვეტია მომხმარებელთან კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ოფისი
რას გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
- თანამშრომლის ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე
- კარიერული ზრდა
- ბონუსური სისტემა
რას გააკეთებ
- შემომავალი ზარებისა და მიმოწერის დამუშავება Facebook-ზე, Instagram-ში, Messenger-ში, WhatsApp-სა და ელფოსტაზე
- ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე, ფასზე, მარაგზე, გადახდაზე, მიწოდებაზე, დაბრუნებასა და გარანტიაზე
- ონლაინ შეკვეთების ყოველდღიური დამუშავება: დეტალების, გადახდისა და მიწოდების მეთოდის შემოწმება, საჭიროებისას დადასტურება ზარით და სტატუსის განახლება
- შეკვეთის კოორდინაცია მაღაზიებთან, საწყობთან და საკურიერო კომპანიებთან; დაგვიანებული, გაუქმებული და პრობლემური შეკვეთების კონტროლი
- პრეტენზიების, დაბრუნებისა და გაცვლის მიღება და წესების მიხედვით გადაწყვეტა
- მიტოვებული კალათისა და დაუსრულებელი გადახდის მქონე მომხმარებლებთან დაკავშირება და დაკარგული გაყიდვის მიზეზის დაფიქსირება
- პროდუქციისა და ფოტოების ატვირთვა ონლაინ მაღაზიაში (CS-Cart) და მარკეტინგის ბიბლიოთეკაში
- მოკლე სატელეფონო გამოკითხვების ჩატარება, საჯარო შეფასებებზე პასუხი Google-სა და Facebook-ზე და ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება
ჩვენი მოლოდინი
- გამართული ქართული ენა, წერითი და ზეპირი
- მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება
- მიმოწერით გაყიდვისა და მომხმარებლის დარწმუნების უნარი
- სიზუსტე დეტალებში და შეკვეთის მონაცემების სრული შემოწმება
- უპირატესობად ჩაითვლება ონლაინ გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების, retail-ის ან სამკაულების სფეროს გამოცდილება, ასევე CRM/ERP ან e-commerce პლატფორმაზე მუშაობა
ჩვენს შესახებ
wegroup 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს: მაღაზიების ქსელები REDBERRY და MANDARINA, ონლაინ მაღაზიები Myredberry.ge და Mandarina.ge. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao.
როგორ დაგვიკავშირდე:
რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია.
შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/ndvp/hg
პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად ერთ საათში.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
