დღეს - 04 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დასუფთავება
ქუჩის/პარკის დასუფთავება სასტუმრო / რესტორანი / კვება ჰაუსქიფინგი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,ჯანმრთელობის დაზღვევა,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, მაგისტრი, სხვა
- ენები: ქართული
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გარე სივრცეების დიასახლისის პოზიციაზე საბაგირო გზა არგოზე.
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ძირითადი მოვალეობები:
- საბაგირო გზისა და გასართობი კომპლექსი არგოს გარე ტერიტორიების ყოველდღიური დასუფთავება;
- გადმოსახედი ბაქანის სისუფთავისა და მოწესრიგების კონტროლი;
- ბილიკების, კიბეების, მოსაცდელი სივრცეებისა და გარე ინვენტარის მოწესრიგება;
- ნაგვის ურნების დაცლა და სისუფთავის კონტროლი;
- ტერიტორიაზე არსებული მცირე დაბინძურებების დროული აღმოფხვრა;
- შრომის უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვა;
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ბათუმი
- სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- კვებითი უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“
- ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
- მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
- სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
- ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
- საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
დასუფთავება
ქუჩის/პარკის დასუფთავება
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ჰაუსქიფინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები
