დღეს - 03 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, რევაზ ლაღიძის ქ. №8
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;
- მარკეტინგული, კრეატიული, დიზაინის, კონტენტისა და მედია ბრიფების მომზადება;
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და ხარჯების მონიტორინგი
- კომპანიის მარკეტინგულ კვლევებში მონაწილეობა და მიღებული მონაცემების ანალიზი;
- მომხმარებელთა სამიზნე სეგმენტების განსაზღვრასა და მათ საჭიროებებზე მორგებული კამპანიების შემუშავებაში მონაწილეობა;
- მომხმარებელთა ქცევისა და კამპანიების მონაცემების ანალიზის საფუძველზე ტარგეტირებული აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
- მარკეტინგული კომუნიკაციის არხების შერჩევა, განვითარება და ეფექტიანობის შეფასება;
- ციფრული არხების, სოციალური მედიისა და ვებგვერდისთვის მარკეტინგული აქტივობებისა და კონტენტის დაგეგმვაში მონაწილეობა;
- სარეკლამო, საიმიჯო და საინფორმაციო მასალების შექმნისა და წარმოების პროცესის კოორდინაცია;
- კომპანიის ვიზუალური და საკომუნიკაციო მასალების შემუშავებაში მონაწილეობა და ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სარეკლამო სააგენტოებთან, დიზაინერებთან, მედია, ინფლუენსერებსა და სხვა მომსახურების მომწოდებლებთან თანამშრომლობა;
- მარკეტინგული პროექტების ვადების, ბიუჯეტისა და ხარისხის კონტროლი;
- კონკურენტების, ბაზრის ტენდენციებისა და მარკეტინგული აქტივობების რეგულარული მონიტორინგი;
- განხორციელებული აქტივობების შედეგების შეფასება, ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
რას ვითხოვთ:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან მონათესავე მიმართულებით;
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2–3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1/B2 დონეზე;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FclEb
გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
