დღეს - 03 ოქტ
არაკომერციული შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება
  • ენები: ქართული,ინგლისური
  • ტექნიკური უნარები: Microsoft 365
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას არაკომერციული შესყიდვების სპეციალისტის
პოზიციაზე, თბილისში.

მე, თამარ დავითაია, შიდა შესყიდვების ხელმძღვანელი, ვაცხადებ ვაკანსიას არაკომერციული შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, გამოსაცდელ პერიოდში კანდიდატს შევასწავლი შიდა შესყიდვების სრულ ციკლს, დავეხმარები სამუშაო პროცესების სწორად დაგეგმვისა და მართვის უნარების განვითარებაში.

კომპანია “გორგია” საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. “გორგია” პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ “არ” ან “ვერ”, შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

“გორგია” წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შიდა მოხმარებისთვის საჭირო პროდუქციის მოძიება და შესყიდვა საერთაშორისო ბაზრებიდან;
  • უცხოელ მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
  • შეკვეთების დაგეგმვა, გაფორმება და მიწოდების პროცესის სრული კონტროლი;
  • ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია (ტრანსპორტირება, ვადები, დოკუმენტაცია);
  • ფასების შედარებითი ანალიზი და ოპტიმალური პირობების შერჩევა;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა (ინვოისი, კონტრაქტი, შეკვეთები);
  • შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია საჭიროებების სწორად განსაზღვრისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • Microsoft Office 365, 1C პროგრამის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ძლიერი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები